მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შეზღუდვის გაუქმებამ რესტორნებში მომხმარებელთა რაოდენობა მკვეთრად გაზარდა - რესტორატორები

624f3b077033a
ალა ისპირიანი
08.04.22 20:30
876
რაოდენობრივი შეზღუდვის გაუქმებამ, როგორც ჩანს რესტორნებში მომხმარებელთა რაოდენობა საგრძნობლად გაზარდა. როგორც Bm.ge-ს რესტორან „სენატში" განუცხადეს, მათთან სტუმრების რაოდენობამ თითქმის 50%-მდე მოიმატა.

„ბევრი ადამიანი თავს იკავებდა რესტორანში მოსვლისგან, მაგრამ რაც რეგულაცია მოიხსნა, მათი რაოდენობა თითქმის გაორმაგდა, თუმცა ტურისტები არ ჩანან, ძირითადად ადგილობრივები გვაკითხავენ", - აღნიშნეს რესტორან „სენატში“.

15%-ით არის სტუმრების რაოდენობა გაზრდილი რესტორან „მაღაროშიც“, სადაც აცხადებენ, რომ ზრდა განსაკუთრებით რუსი და უკრაინელი ტურისტების დამსახურებაა.

„სტუმრების რაოდენობა ნამდვილად მომატებულია. გვყავს ადგილობრივი მომხმარებლები, თუმცა რუსეთ-უკრაინის ომის პერიოდში ძალიან ბევრი რუსი და უკრაინელი მოდის. მანამდეც დადიოდნენ, თუმცა ახლა გაცილებით ბევრია“, - განაცხადეს „მაღაროში“.

მომხმარებლების რაოდენობა რესტორან "ერაშიც" მომატებულია, თუმცა აქ ტურისტებს უფრო მეტად ზაფხულში ელიან.

„მომხმარებელთა გაზრდის მიზნით, გვქონდა სპა ცენტრების იდეები, ფიტნეს კლუბის ბავშვთა გასართობი ცენტრის, თუმცა პანდემიის გამო ყველაფერი გაჩერდა. მინიმუმ წელიწად-ნახევარი მაინც უნდა იმ დონემდე მისვლას, როგორც 2019 წელის ბოლოს ვიყავით. რეგულაციების მოხსნის შემდეგ თითქმის 20%-ით მოიმატა მომხმარებლების რაოდენობამ, მაგრამ ახლა ძირითადად ადგილობრივები გვყავს. ტურისტები და ტურები როგორც წესი, ძირითადად ზაფხულში შემოდიან", - განაცხადეს რესტორანში.

შეგახსენებთ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის 28 მარტიდან რაოდენობრივი შეზღუდვა გაუქმდა, როგორც საზოგადოებრივი კვების ობიექტებზე, ასევე სპორტულ სახელოვნებო, თუ სხვა სახის ღონისძიებებზე, მათ შორის სოციალურ ღონისძიებებზეც.