მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შიდა ქართლის გუბერნატორად მიხეილ შაყულაშვილი დაინიშნა

62f9e1f9229fc
BM.GE
15.08.22 10:31
1031
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად მიხეილ შაყულაშვილი დაინიშნა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ახალ გუბერნატორს შეხვდა და რეგიონის განვითარების მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილა.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

შიდა ქართლის ახალი სახელმწიფო რწმუნებული პროფესიით სამართალმცოდნეა, არის სამართლის დოქტორი. მიხეილ შაყულაშვილი იკავებდა სხვადასხვა თანამდებობას საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, აგრეთვე არის ასოცირებული პროფესორი ალტე უნივერსიტეტსა და თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტში.

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობას სიმონ გულედანი ასრულებდა მას შემდეგ, რაც მიმდინარე წლის მარტში გუბერნატორმა ვალერიან მჭედლიძემ თანამდებობა დატოვა.