მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

შიდა ტურისტული ვიზიტები 8.6 %-ით შემცირდა - პირველი კვარტლის სტატისტიკა

5ee7228755059
ვიქტორია მღებრიშვილი
15.06.20 11:32
1018
საქსტატის მონაცემებით, 2020 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 887.2 ათასით განისაზღვრა, რომლებმაც ქვეყნის ტერიტორიაზე 1.0 მლნ ვიზიტი განახორციელეს. აღნიშნულ პერიოდში 2019 წლის პირველი კვარტალის შესაბამის მონაცემებთან შედარებით ვიზიტორების რაოდენობა 3.4%-ით, ხოლო განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 5.4%-ით ნაკლებია. (2019 წლის იანვარ-მარტში 918.4 ათასი ვიზიტორმა 1.1 მლნ ვიზიტი შეასრულა) 

ამასთან, აღნიშნულ პერიოდში საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ტურისტული ტიპის ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა 430.2 ათასით განისაზღვრა, რაც 8.6 %-ით ნაკლებია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. დანარჩენი 609.4 ვიზიტი იყო ექსკურსიული ტიპის.

რაც შეეხება ასაკობრივ კატეგორიებს, რომლებმაც 2020 წლის პირველ კვარტალში ქვეყნის შიგნით განახორციელეს ვიზიტები:

• 15-20 ასაკის ვიზიტორების რაოდენობამ 23.3% შეადგინა;
• 31-50 წლამდე ასაკობრივი კატეგორია 37.7% იყო;
• 51-70 წლამდე ასაკობრივი კატეგორია 33.2%;
• 71+ ასაკობრივი კატეგორიამ 5.9% შეაგინა.

ამასთან, ქალების რაოდენობა მთლიანი ვიზიტორების 53.9%-ს შეადგენდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები