03.ივლისი .2022 09:20

„შინ ევროპისკენ“ - პარლამენტის წინ აქცია 20:00 საათზე დაიწყება

„შინ ევროპისკენ“ -  პარლამენტის წინ აქცია 20:00 საათზე დაიწყება
views 580
უკან

მოძრაობა „სირცხვილიას“ ორგანიზებით, დღეს, 20: საათზე პარლამენტის წინ აქცია „შინ ევროპისკენ“ გაიმართება.

როგორც აქციის ორგანიზატორებმა განაცხადეს, სამოქალაქო საზოგადოება პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას და ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნას ითხოვს, რისთვისაც ხელისუფლებას ერთკვირიანი ვადა მისცეს, რომელიც 3 ივლისს იწურება.

„ბოლო დღეებში ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები ადასტურებს, რომ ოლიგარქი არ აპირებს სახალხო მოთხოვნების დაკმაყოფილებას, ამიტომ დღეს, 20:00 საათზე კვლავ ვიკრიბებით რუსთაველის გამზირზე!

იმისთვის, რომ ხელისუფლებას დათმობებზე წასვლა ვაიძულოთ, ჩვენი პროტესტი უფრო მწვავე გახდება, თუმცა აუცილებლად შეინარჩუნებს მშვიდობიან და არაძალადობრივ ფორმას.

სწორედ ამიტომ, ვემზადებით იმისთვის, რომ 3 ივლისს, ერთი ღამით რუსთაველის გამზირზე დავრჩეთ, რასაც კონკრეტული მიზანი ექნება.

პარლამენტთან გატარებული ღამე თითოეული მოქალაქისთვის საინტერესო და მრავალფეროვანი იქნება, რისთვისაც დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობა“, - ნათქვამია „სირცხვილიას“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ინფორმაციისთვის: „ლელო“ 3 ივლისის აქციაზე დასასწრებად საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ მოქალაქეებს უფასო ტრანსპორტირებას სთავაზობს. „ლელოს“ ცნობით, აქცია “გამოყევი lelo Bus” “ლელოს” ორგანიზებულია, თუმცა ყოველგვარი პარტიული კუთვნილების მიუხედავად გათვლილია ადამიანებზე, რომელთაც სურვილი აქვთ მონაწილეობა მიიღონ ევროპულ აქციაში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა