მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ძალადობა მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ და ეს კანონი არ არის გზა EU-სკენ - ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

მარგუს ცაჰკნა

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა იმედგაცრუებას გამოთქვამს, რომ მოწოდებების მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა 1-ელ მაისს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო.

როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობა და აღნიშნული კანონი არ არის გზა ევროკავშირისკენ.

"დღეს ესტონეთს ევროკავშირში 20 წელი შეუსრულდა და ღრმა იმედგაცრუებით დავინახეთ, რომ საქართველომ მეორე მოსმენით მიიღო კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, მიუხედავად მოწოდებებისა, რომ ეს არ გაეკეთებინა.

ძალადობა მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ და ეს კანონი არ არის გზა ევროკავშირისკენ",- წერს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები