საქართველოს ელჩმა იაპონიაში თეიმურაზ ლეჟავამ გადაცემაში „ქალების ნარატივი“ განაცხადა, რომ ქართული კულტურისა და ტრადიციების პოპულარიზაციის მიზნით, უკვე არაერთი პროექტი განხორციელდა. მისივე თქმით, იაპონელებს ძალიან აინტერესებთ ქართული კულინარია, მათ შორის ღვინის ტრადიციები.
"ჩვენს კერძს „შქმერულს“ უკვე 30-ზე მეტი კომპანია ამზადებს აქ, ზოგიერთი სკოლისა და ჯარის მენიუშიც შედის. მართლა ფართოდ გავრცელდა“, - აღნიშნა მან.
ამასთან, ელჩის ინფორმაციით, ბოლო პერიოდში ქართულმა კივი იაპონიის ბაზარზე საკმაოდ მოთხოვნადი გახდა.
„დაახლოებით ოთხი წელია, რაც ქართული კივი იაპონიის ბაზარზე შემოდის და რაოდენობა ყოველ წელს იზრდება. ეტიკეტზე ყოველთვის დატანილია ქართული დროშა და საქართველოს შესახებ ინფორმაცია, რაც ძალიან მომგებიანია. ისეთ სეზონზე შემოდის აქ ქართული კივი, როდესაც იაპონიაში მისი დეფიციტია.
ბოლო პერიოდში ასევე შემოვიდა ქართული ცისფერი ღვინო. მხოლოდ სოციალურ ქსელში დავპოსტეთ ამის შესახებ, იაპონელები მაშინვე დაუკავშირდნენ მეწარმეს და ამის ექსპორტიც განხორციელდა. შესაბამისად, ინფორმაციის გავრცელება ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ელჩმა.
თეიმურაზ ლეჟავა ამბობს, რომ ქართული პროდუქციის ექსპორტისთვის იაპონია ძალიან დიდი შესაძლებლობების მქონე ბაზარია.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
პატარძეულთან ახლოს, ნავთობის ახალი მარაგებია აღმოჩენილი - Block Energy
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო
"ვფიქრობ, ქარხნებიც გადმოვა საქართველოში" - ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე დიაგონალური კუმულაციის მოსალოდნელ შედეგებზე
რა ნიშნულს შეინარჩუნებს ლარი? - პაპავას პროგნოზი
საქართველო ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში გეგმავს გაწევრიანებას - პრემიერი
თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება 34 საათით შეუწყდება
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი