მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შსს ირწმუნება, რომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის საზღვარი არ დაუტოვებია

6156ec6996788
ინგა მურუსიძე
01.10.21 15:10
914
მიხეილ სააკაშვილს უკრაინის საზღვარი არ დაუტოვებია, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა.

„მიხეილ საკაშვილს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი არ გადმოუკვეთავს. აქტიური კომუნიკაცია გვქონდა უკრაინულ მხარესთან და შეგვიძლია მათზე დაყრდნობით გითხრათ, რომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის სახელმწიფო საზღვარი არ დაუტოვებია. სააკაშვილი არის ძებნილი, მის მიმართ უკვე დამდგარია განაჩენი და თუ საქართველოს საზღვარს გადმოკვეთს, მას დავაკავებთ“, - განაცხადა დარახველიძემ.

მისივე თქმით, ქვეყნის მასშტაბით სამართალდამცველების განსაკუთრებული მობილიზება სააკაშვილის გამო არ ხდება.

შეგახსენებთ: საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა გვიან ღამით გადაღებული ვიდეო, რომელშიც ის ამბობს, რომ უკვე საქართველოშია.