მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შსს-ს ფინანსთა სამინისტროს მიმართ 9 მლნ ლარის ვალი აქვს, რაც Microsoft-ის ლიცენზიებს უკავშირდება

61fd4a2597909
შოთა ტყეშელაშვილი
04.02.22 20:40
2425
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშის აუდიტი გამოაქვეყნა. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ სამინისტროს აპარატს აქვს ჯერ კიდევ 2017 წელს წარმოქმნილი დავალიანება ფინანსთა სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის მიმართ, რაც Microsoft-ის ლიცენზიების შესყიდვას უკავშირდება.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს აპარატის ბალანსზე ირიცხება 2017 წელს წარმოქმნილი, 8,818,982 ლარის დავალიანება, რომელიც დაკავშირებულია ფინანსთა სამინისტროს სსიპ − საფინანსო-ანალიტიკური სამსახურისგან Microsoft ლიცენზიების შესყიდვასთან. ვალდებულების დაფარვა ვერ განხორციელდა, ვინაიდან ბიუჯეტში შესაბამისი ასიგნებები გათვალისწინებული არ ყოფილა,” - ნათქვამია აუდიტის ანგარიშში.