მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შსს-ს Microsoft-ის პროგრამების საფასური 9 მლნ ლარის ოდენობით 2017-დან დაუფარავი აქვს

644bc0e52a842
შოთა ტყეშელაშვილი
28.04.23 16:56
693
შინაგან საქმეთა სამინისტროს Microsoft-ის პროგრამული უზრუნველყოფის საფასური 2017 წლიდან გადაუხდელი აქვს - ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ხდება ცნობილი.

დოკუმენტის თანახმად, შსს-ს ცენტრალურმა აპარატმა 2017 წელს ფინანსთა სამინისტროს ანალიტიკური სამსახურისგან შეისყიდა Microsoft-ის პროგრამული უზრუნველყოფა, თუმცა, მისი ღირებულების ანაზღაურება ამ დრომდე არ აქვს გადახდილი.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნიდან ირკვევა:

“შსს-ს ცენტრალური აპარატის ბალანსზე ირიცხება 2017 წელს წარმოქმნილი, 8,818,982 ლარის დავალიანება, რომელიც დაკავშირებულია ფინანსთა სამინისტროს სსიპ−საფინანსო ანალიტიკური სამსახურისგან Microsoft ლიცენზიების შესყიდვასთან. ვალდებულების დაფარვა ვერ განხორციელდა, ვინაიდან ბიუჯეტში შესაბამისი ასიგნებები არ ყოფილა გათვალისწინებული,”- ნათქვამია აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ, შსს-ს 2022 წლის დასკვნაში.

BMG-იმ შსს-ს პრესსამსახურს მიმართა კითხვით, თუ როდის არის გათვალისწინებული ამ პროგრამული უზრუნველყოფის საფასურის გადახდა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული დასკვნიდან ასევე ირკვევა, რომ შსს-ში „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 2021 წლის მდგომარეობით, სამინისტროში არ იყოგანსაზღვრული ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერი.

ასევე შსს-სა და საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოს შორის, არ იყო მკაფიოდ გამიჯნული ფუნქცია-მოვალეობები, რაც გარკვეული რისკებს შეიცავდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები