მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შსს: ყვარელში, "საქართველოს ბანკის" ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა

6139fb18b0007
თელარა გელანტია
09.09.21 16:13
784
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პირველადი ინფორმაციით, "საქართველოს ბანკის" ფილიალში შეჭრილია შეიარაღებული პირი. შს-ს თანამშრომლები ყვარელში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მობილიზებული არიან.

"თავდასხმის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე პოლიციის თანამშრომლებმა, მყისიერი რეაგირების რეჟიმში შემოსაზღვრეს შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია. ამჟამად ადგილზე მობილიზებული სამართალდამცველები ატარებენ ყველა საჭირო და გადაუდებელ ღონისძიებას, ასევე მიმდინარეობს საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მედიის წარმომადგენლებს - დაიცვან უსაფრთხოების ნორმები და დაემორჩილონ ადგილზე პოლიციელთა მითითებებს", - ნათქვამია განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები