მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შვეიცარიული ბანკები რუს გადასახადის გადამხდელებს ანგარიშების დახურვით ემუქრებიან - RBC

64390978b5517
გიორგი არონია
14.04.23 12:46
829

ადამიანებს, ვინც რუსეთის სასარგებლოდ სახელმწიფო გადასახადებს იხდიან, შვეიცარიული ბანკები ანგარიშების დახურვით ემუქრებიან, - ამის შესახებ რუსული გამოცემა RBC, რუსეთის მოქალაქეების უფლებადამცველ ორ შვეიცარიელ იურისტზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ინფორმაციით, რამდენიმე შვეიცარიული ბანკის მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება ამერიკის შეერთებული შტატებისა და “დიდი შვიდეულის” ქვეყნებიდან წამოსულ წნეხს უკავშირდება.

გამოცემის ინფორმაციით, რუს გადასახადის გადამხდელებს ამ ტიპის პრობლემები პირველად ერთი თვის წინ, UBS-თან და Credit Suisse-თან მიმართებით შეექმნათ. შვეიცარიული იურიდიული ფირმის, LEOLEX-ის მმართველი პარტნიორის, რომან კუდინოვის თქმით, მას ათამდე მოქალაქე დაუკავშირდა, რომლებმაც განუცხადეს, რომ ბანკებიდან არაოფიციალურად ურეკავენ და ეუბნებიან, რომ თუ ისინი რუსეთში რეგისტრირებული კომპანიების მმართველობიდან არ გადადგებიან და რუსეთის სახელმწიფო ხაზინაში გადასახადების გადახდას არ შეწყვეტენ, ბანკებს მათი ანგარიშების დახურვა მოუწევთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები