მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„შვილის გაჩენის შემთხვევაში შეღავათიანი იპოთეკური სესხით ბინის გარდა, კერძო სახლსაც იყიდით“

61079e176a913
ინგა მურუსიძე
02.08.21 11:25
9919
შვილების გაჩენასთან დაკავშირებული იპოთეკური სესხების პროგრამას მთავრობა დღეს დაამტკიცებს. როგორც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა, პროგრამის პრეზენტაციას ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა გამართავს.

„დღეს ოფიციალურად გამოვა სუბსიდირებული იპოთეკური სესხების პროგრამა მრავალშვილიანი ან ისეთი ოჯახების დაფინანსებისთვის, რომლებსაც ჰყავთ ახალშეძენილი შვილი ან შვილები. იპოთეკური სესხით შესაძლებდელი იქნება როგორც ბინის, ისე კერძო სახლის შეძენა. ასე რომ, ეს ძალიან კარგი პროგრამაა, რომელსაც მალე დავიწყებთ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.