მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ამ ქვეყანაში დასრულდა ის დრო, როცა პრეზიდენტს ეგონა, რომ კანონზე და კონსტიტუციაზე მაღლა იდგა“ - პრემიერი

პრემიერი
BM. GE
17.10.23 13:47
19

ამ ქვეყანაში დასრულდა ის დრო, როცა პრეზიდენტს ეგონა, რომ კანონზე და კონსტიტუციაზე მაღლა იდგა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილისგან  მოქალაქეების ნაწილს ჰქონდა მოლოდინი, რომ ქართულ პოლიტიკაში ევროპულ სტანდარტს შემოიტანდა, რაც გულისხმობს იმას, რომ ყველა იცავს კანონს და კონსტიტუციას.

ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ მმართველ ძალას თავიდანვე არ ჰქონდა იმის მოლოდინი, რომ უმრავლესობა იმპიჩმენტისთვის საჭირო ხმებს მოაგროვებდა.

„ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ მოლოდინი იმის შესახებ, რომ საჭირო ხმებს მოაგროვებდა უმრავლესობა, არ გვქონია. არც არავითარი დიდი ილუზიები არავის არ ჰქონდა. თავიდანვე ვთქვით, რომ ვიცოდით, რომ არ გვქონდა საკმარისი ხმები, მაგრამ ჩვენ, ქვეყნის ხელისუფალნი, მთავრობის წევრები, პარლამენტის წევრები, კანონმდებლები, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ვიყოთ მაგალითის მიმცემები. უნდა შევახსენოთ პრეზიდენტს და ყველას, რომ ამ ქვეყანაში დასრულდა ის დრო, როცა პრეზიდენტს ეგონა, რომ იდგა კანონზე მაღლა, კონსტიტუციაზე მაღლა. ეს ძალიან სამწუხაროა. ქალბატონი სალომესგან, ალბათ დამეთანხმებით, რომ ჩვენი მოქალაქეების ნაწილს ჰქონდა მოლოდინი იმის, რომ იგი შემოიტანდა ქართულ პოლიტიკაში ევროპულ სტანდარტს. ევროპული სტანდარტი გულისხმობს იმას, რომ ყველა იცავს კანონს და კონსტიტუციას. ჩვენ სანაცვლოდ ამის სრული საპირისპირო სურათი მივიღეთ, როცა ქალბატონმა სალომემ გვითხრა, რომ ის არ ცნობს კონსტიტუციას. ეს არის სამარცხვინო ფაქტი, მეგობრებო. მე რა თქმა უნდა, კომენტარს არ გავაკეთებ მის გამონათქვამებზე. გვეტყობა ჩვენ, რომ ვნერვიულობთ ან გვეშინია ვინმეს ოპოზიციონერობის?! მე შევახსენებ ყველას, რომ სალომე ზურაბიშვილს ჰქონდა 1%-იანი რეიტინგი, როცა იყო ოპოზიციაში.

„ქართულმა ოცნებამ“ მოიყვანა ეს ადამიანი და დასვა პრეზიდენტად „ქართული ოცნების“ რეიტინგის დამსახურებით“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები