მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ღარიბაშვილი შეეგუა, რომ საქართველო აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს ვერ დაიბრუნებს - ბიბილოვი

პრემიერი

დროებით ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. ყოფილი პრეზიდენტი, ანატოლი ბიბილოვი საქართველოს მთავრობას აქებს და ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკას რუსეთთან მიმართებით, პრაგმატულს უწოდებს. ამასთან, როგორც ბიბილოვი ირწმუნება, ირაკლი ღარიბაშვილმა იცის, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს ვერასდროს დაიბრუნებს, თუმცა ამის სათქმელად მას გამბედაობა არ ყოფნის. 

“საქართველოს მთავრობამ ნათლად განაცხადა, რომ რუსეთს მეგობრულ ქვეყნად არა, თუმცა პარტნიორად მიიჩნევს. ამასთან, იგივე პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი უარს არ ამბობს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე, მიუხედავად გააზრებისა, რომ ისინი უკან აღარასოდეს დაბრუნდებიან. ვფიქრობ, ის [ღარიბაშვილი] უკვე შეეგუა ამ ფაქტს, თუმცა ამის აღიარებისთვის მას პოლიტიკური გამბედაობა არ ეყოფა, რადგან ასეთი გადაწყვეტილება ნებისმიერი ქართველი პოლიტიკოსისთვის კარიერის დასასრულია. ასეთი ადამიანი ქართველი ერის მტერი ხდება”, - განაცხადა ბიბილოვმა. 

ანატოლი ბიბილოვის განცხადებით, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება საქართველოსთვის აუცილებელია. 

“ირაკლი ღარიბაშვილის რეჟიმის რიტორიკა იმისკენაა მიმართული, რომ ისეთი პირობები შეიქმნას, აფხაზები და ოსები თავად დაბრუნდნენ საქართველოს შემადგენლობაში. ეს ფუნდამენტურად სიცრუეა. რა თქმა უნდა, ეს არასდროს მოხდება”, - აღნიშნა ანატოლი ბიბილოვმა რუსულ გამოცემასთან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები