მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„სინოფარმის“ ვაქცინაზე რეგისტრაცია ვერ ხერხდება, დღეს არც covid-სტატისტიკა განახლებულა

60e02f54e5c97
თელარა გელანტია
03.07.21 13:30
1948
საქართველოს მოქალაქეები „სინოფარმით“ ვაქცინაციისთვის რეგისტრაციას ამ დრომდე ვერ ახერხებენ. საქმე ისაა, რომ დღეს, 12:00 საათიდან booking.moh.gov.ge-ზე "სინოფარმზე" რეგისტრაციის პროცესი უნდა დაწყებულიყო, მაგრამ, ჯერჯერობით, პორტალი გათიშულია, მიზეზი კი - უცნობი.

NCDC-ში აცხადებენ, რომ განცხადებას გაავრცელებენ, მაგრამ როდის და რა ფორმით, ასევე უცნობია.

აღსანიშნავია ისიც, რომ ამ დრომდე არც ყოველდღიური covid-სტატისტიკა განახლებულა, რომელიც stopcov.ge-ზე, ტრადიციულად 11:00 საათამდე ქვეყნდება; მიზეზები ამ შემთხვევაშიც უცნობია.

შეგახსენებთ: საქართველოში გუშინ მილიონი ჩინური ვაქცინა ჩამოვიდა.