მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სისტემურ ინფრასტრუქტურულ პროექტებში კურსთა შორის სხვაობის რისკს დავაზღვევთ – პრემიერი

5e84fa1db0c1f
დავით ჯალაღონია
02.04.20 00:31
915
"ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ სისტემურ ინფრასტრუქტურულ პროექტებში, ამ კურსთა შორის სხვაობის რისკს დავაზღვევთ, რა თქმა უნდა გონივრულ ფარგლებში", – ამის შესახებ პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, მიმდინარე პერიოდში ეროვნული ვალუტის რყევებსა და ამის შედეგად დაზარალებულ სექტორებზე საუბრისას განაცხადა.

„მაკროეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნება დღეს არის ეკონომიკური თვალსაზრისით კრიტიკულად მნიშვნელოვანი. აქ კოორდინირებული მუშაობა ეროვნულ ბანკს, მთავრობას, ბიზნეს სექტორსა და სისტემურ ბანკებს შორის მნიშვნელოვანია, რაც უკვე დაორგანიზებული გვაქვს ამ გამოწვევებამდე, რამდენიმე თვეა და სისტემურად ვაგრძელებთ ამ მიდგომას.

ჩვენთვის ახლა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ კრიზისი ინფლაციურ და კურსის პრობლემებს არ გადაედოს, ჩვენ ამას ვაბალანსებთ ეროვნულ ბანკთან ერთად. მოგეხსენებათ, რომ ჩვენი გამოწვევა, რაც მხოლოდ საქართველოსთვის არ არის და გლობალურია, ეს სისტემური პრობლემაა. კურსთა შორის სხვაობის დაზღვევის კომპონენტი ჩვენს ამ პაკეტში უკვე არსებობს. მოგეხსენებათ, უკვე 9 ძირითად სასურსათო პროდუქტზე მომწოდებლებს, კურსთა შორის სხვაობის რისკი დავუზღვიეთ და ჩვენ ამ ნაბიჯებს იმ დრომდე გავაგრძელებთ, სანამ ეს ტურბულენტობა ეკონომიკაში გაგრძელდება. ისევე როგორც, მსგავს მიდგომას ჩვენ შევთავაზებთ და უკვე შევთავაზეთ ინფრასტრუქტურული პროექტების იმ კომპანებს, რომლებიც უკვე ახორციელებენ ამ პროექტებს, ან ახლა არიან ტენდერებში შემოსული და ამ ტენდერებს იგებენ, იმიტომ რომ ჩვენთვის სისტემური ინფრასტრუქტურული პროექტების გაგრძელება კრიტიკულად მნიშვნელოვანია და კურსთა შორის სხვაობამ და ტურბულენტობამ სავალუტო ბაზარზე, არ უნდა მიაყენოს ზიანი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას.

განსაკუთრებით, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ სისტემურ ინფრასტრუქტურულ პროექტებში, ამ კურსთა შორის სხვაობის რისკს დავაზღვევთ, რა თქმა უნდა გონივრულ ფარგლებში“, – განაცხადა პრემიერმა.