მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სიტუაცია იცვლება და შეიძლება დავუბრუნდეთ ამ თემას" - თამარ გაბუნია საყოველთაო კარანტინზე

5e7e50a4c9c37
თამთა ჯიჯავაძე
27.03.20 23:13
1946
საყოველთაო კარანტინის დატვირთვა ცოტა რთულად დასაბუთებადია, თუმცა, სიტუაცია იცვლება და შეიძლება დავუბრუნდეთ ამ თემას, მაგრამ ადგლობრივი ლოკალიზებული კარანტინებიც ეფექტურად მუშაობს და ვფიქრობთ, რომ შეიძლება ეს მეთოდი გამოვიყენოთ თუ გახდა ეს საჭირო, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანა უკვე დიდი ხანია ახორციელებს სოციალური დისტანცირების ძალიან მკაცრ ზომებს.

„კარანტინის მთავარი გამოსავალი არის ის, რომ მივაღწიოთ სოციალური დისტანცირების მისაღებ და ეფექტურ ზღვარს, ამ შემთხვევაში მე ვფიქრობ, საკმარისად ბევრი და მასშტაბური ზომები გვაქვს უკვე გამოყენებული - დაწყებული სკოლებში სწავლის შეჩერებიდან, დამთავრებული საკარანტინე სივრცეებში მოგზაურთა განთავსებით და ასევე კონკრეტულ შემთხვევაში მარნეულის და ბოლნისის ლოკალიზებული კარანტინის მექანიზმის გამოყენებით, რაც საშუალებას გვაძლევს უფრო ლოკალურად და მიზანმიმართულად ვმართოთ ეპიდემიის გავრცელების რისკები. დღეს ამ ეტაპზე იმ მოცემულობიდან გამომდინარე, რომელიც ჩვენ გვაქვს და რაც მიუთითებს იმას, რომ შემთხვევების დიდი ნაწილი კვლავაც რჩება შემოტანილი და ცნობილია ის კლასტერები, სადაც ეს ვრცელდება და კონტაქტების კონტროლიც ეფექტურად ხორციელდება“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

შეგახსენებთ, ბოლნისისა და მარნეულის საკარნტინე ზონად გამოცხადების გადაწყვეტილება მთავრობამ დაახლოებით 5 დღის წინ მიიღო.