მობილური ტელეფონებით ვაჭრობა საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. სმარტფონები საქართველოს ტოპ-10 უმსხვილეს საიმპორტო საქონელს შორის ყოველწლიურად იკავებენ ადგილს. მეტიც, 2021 წელს მობილურების იმპორტი 38.6%-ით გაიზარდა და $79 მილიონი შეადგინა. ამ მაჩვენებლით სმარტფონები იმპორტის მთლიან რეიტინგში მეექვსე ადგილს იკავებს.
ქვეყნების მიხედვით, სმარტფონების იმპორტის მთავარი ბაზარი ჰონგ-კონგია, საიდანაც 2021 წლის იანვარ-მაისში $20.9 მილიონის მობილური ტელეფონები შემოვიდა. მეორე ადგილზეა არაბთა გაერთიანებული საამიროები, რომელიც მობილურების საბითუმო რეალიზაციისა და რეექსპორტის ერთ-ერთ გლობალური ცენტრს წარმოადგენს. $17.6 მილიონით მესამე ადგილზეა რუსეთი, საიდან შეძენილი სმარტფონებიც ასევე რეექსპორტირებულ პროდუქციას წარმოადგენს.
საქართველოში მობილური ტელეფონების იმპორტი ქვეყნების მიხედვით:
1 ჰონგ-კონგი - 20.9 მილიონი აშშ დოლარი;
2 არაბთა გაერთიანებული საემიროები - 20.5 მილიონი აშშ დოლარი;
3 რუსეთი - 17.6 მილიონი აშშ დოლარი;
4 ჩეხეთი - 10.2 მილიონი აშშ დოლარი;
5 ჩინეთი - 3,2 მილიონი აშშ დოლარი;
6 ნიდერლანდები - 1,4 მილიონი აშშ დოლარი;
7 შვეიცარია - 1 მილიონი აშშ დოლარი;
8 გერმანია - 0,9 მილიონი აშშ დოლარი;
9 თურქეთი - 0.5 მილიონი აშშ დოლარი;
10 აშშ - 0.4 მილიონი აშშ დოლარი.
ანგარიში აჩვენებს, რომ საქართველოში მობილური ტელეფონები ძირითადად შუამავალი ქვეყნების გავლით ხვდება.
სტატისტიკიდან ირკვევა, რომ საქართველოში არსებული კომპანიები მობილურების იმპორტის გარდა მათი რეექსპორტითაც არიან დაკავებული, თუმცა რეექსპორტს შედარებით მცირე მასშტაბი აქვს - 2021 წლის იანვარ-მაისში საქართველოდან აზერბაიჯანში 2.7 მილიონი დოლარის მობილურები გავიდა, სომხეთში რეექსპორტმა $1 მილიონი დოლარი შეადგინა.