01.აპრილი .2020 18:58

Socar Georgia Gas განცხადებას ავრცელებს და აღსრულების მექანიზმის დაზუსტებას ელის

views 671
უკან

„სოკარ ჯორჯია გაზი“ მთავრობის მიერ მოსახლეობისთვის 200 მ3-მდე ბუნებრივი აირის საფასურის ანაზღაურების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია რომ კომპანია ელოდება ამ გადაწყვეტილების აღსრულების მექანიზმების დაზუსტებას.

BM.GE განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„როგორც ჩვენთვის ცნობილია, დღეს საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ აბონენტებს, რომელთაც მიმდინარე წლის მარტი, აპრილი და მაისის თვეში ექნებათ ბუნებრივი გაზის მოხმარება თვეში არაუმეტეს 200 მ3-სა, ფაქტიურად მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურს დაფარავს სახელმწიფო.

იმ აბონენტებს, რომელთაც უკვე გადაიხადეს მარტის თვის გადასახადი და მოხმარებული ჰქონდათ ბუნებრივი გაზი არაუმეტეს 200 მ3-სა, სუბსიდიის თანხა აესახებათ პირად ბარათზე.

სუბსიდიის თანხა არ ეხება წინა თვეების დავალიანებისა და გაზიფიკაციის თანხის დაფარვას.

„სოკარ ჯორჯია გაზი“ ელოდება ამ გადაწყვეტილების აღსრულების მექანიზმების დაზუსტებას“, - ნათქვამია „სოკარ ჯორჯია გაზის“ განცხადებაში.