მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კასპის მუნიციპალიტეტის ნაწილს ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება

გაზი

"სოკარ ჯორჯია გაზი" ბუნებრივი გაზის შეწყვეტის შესახებ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც BM.GE უცვლელად გთავაზობთ:

"მიმდინარე წლის 15 დეკემბრის დილის 08:00 საათიდან გაზსადენზე დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ბუნებრივი გაზის მიწოდება კასპის მუნიციპალიტეტში შემდეგი სოფლების : ახალქალაქის, ბარნაბიანთ კარის, გარიყულას, ქვემო გომის, გრაკალის, ზემო ხანდაკის, ზემო ჩოჩეთის, თელიანის, კალოუბნის, კაპრაშიანის, მეტეხის, ნიაბის, სასირეთისა და თელიანის დევნილთა დასახლების მცხოვრებლებს შეუწყდებათ.

აბონენტებისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე 15 დეკემბრის დილის 11:00 საათიდან ეტაპობრივად დაიწყება და სრულად დღის ბოლომდე აღდგება.

კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი" ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის და აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები", - ნათქვამია განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები