მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამა 1 მარტიდან დაიწყება – პრემიერ-მინისტრი

620a0255a08af
ვიქტორია მღებრიშვილი
14.02.22 11:19
2012
სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამა 1 მარტიდან დაიწყება – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს მთავრობის სხდომის დაწყებამდე სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამის წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოებრივი სამუშაოები სამიზნე ჯგუფებისთვის შეიქმნება და ისეთ სამუშაოებს გულისხმობს, რომლის შესრულება ნებისმიერი კვალიფიკაციის მქონე პირს შეუძლია.

„შრომისუნარიან ადამიანებს სჭირდებათ არა შემწეობა, არამედ დასაქმება, ამოქმედება, საკუთარი თავის რეალიზება. თითოეული ოჯახის კეთილდღეობისთვის, ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელია, შრომისუნარიანი მოქალაქეები, ყველა, ვისაც შეუძლია ჩაერთოს ამ პროცესში. ამიტომ ჩვენ ამ მიზნით 1 მარტიდან ვიწყებთ სოციალური შემწეობის მიმღებ შრომისუნარიან პირებზე ორიენტირებულ დასაქმების აქტიურ პოლიტიკას. საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების მასშტაბურ პროგრამას.

საზოგადოებრივი სამუშაოები სამიზნე ჯგუფებისთვის შეიქმნება და ისეთ სამუშაოებს გულისხმობს, რომლის შესრულება ნებისმიერი კვალიფიკაციის მქონე პირს შეუძლია, ეს ხელს შეუწყობს მოქალაქეების მოტივაციის ამაღლებას, წაახალისებს მათ შრომის ბაზარზე გასააქტიურებლად. პროგრამა საუკეთესო დასავლური პრაქტიკის შედეგად შევიმუშავეთ. აქ ჩვენ ორმაგ შედეგს მივიღებთ: ერთი მხრივ, გაიზრდება სოციალური შემწეობის მიმღებ პირთა შემოსავალი და ამავე დროს ახალი ინფრასტრუქტურის შექმნის, ან არსებულის გაუმჯობესება შექმნის მნიშვნელოვან საზოგადოებრივ სიკეთეს“, - განაცხადა პრემიერმა.