მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გეგმური სამედიცინო შემოწმება იყო" - ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი

ირაკლი ღარიბაშვილი

პირველების“ ინფორმაციით, გუშინ, 5 აგვისტოს, ირაკლი ღარიბაშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს და მან ერთი ღამე "კავკასიის მედიცინის ცენტრში" გაატარა.

ადვოკატის თქმით, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ერთი დღით იყო გადაყვანილი საავადმყოფოში და გეგმური კვლევები ჩაუტარდა.

„გიდასტურებთ, რომ გადაიყვანეს. „საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭიროო“ - ასე არ იყო, ეს იყო გეგმური სამედიცინო შემოწმება. გაიარა სამედიცინო შემოწმება და დაბრუნდა უკან. არავითარი საპანიკო, არავითარი დაავადება რამე არ ყოფილა. ერთი დღით იყო გადაყვანილი, ანალიზების აღება და ა.შ“, - განაცხადა ადვოკატმა მიხეილ შაყულაშვილმა „ტვ პირველთან“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები