27.თებერვალი .2022 09:13

სოციალური მედიაგიგანტები რუსულ მედიაპლატფორმებს შეზღუდვებს უწესებენ

სოციალური მედიაგიგანტები რუსულ მედიაპლატფორმებს შეზღუდვებს უწესებენ
views 3164
უკან

სოციალური მედიაგიგანტები რუსულ მედიაპლატფორმებს შეზღუდვებს უწესებენ. Facebook-ის და Instagram-ის მფლობელმა კომპანია Meta-მ მაგალითად რუსულ მედია გამოცემებს რეკლამის და მონეტიზების უფლება შეუზღუდა. YouTube-მა კი რუსული ტელეარხი RT უკრაინაში დაბლოკა, ხოლო გლობალურად მონეტიზების უფლება შეუზღუდა.

„ჩვენ ვუკრძალავთ რუსულ მედიას რეკლამების გაშვებას და მონეტიზებას ჩვენს პლატფორმებზე მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში“, - განაცხადა Facebook-ის უსაფრთხოების პოლიტიკის ხელმძღვანელმა ნათანიელ გლაიხერმა.

აღსანიშნავია, რომ Facebook-მა უკრაინაში კონფლიქტის პერიოდში „ერთი დაწკაპუნების ხელსაწყო“ აამოქმედა, რაც მომხმარებელს აძლევს საშუალებას მარტივად ჩაკეტოს პროფილი, რათა არავის შეეძლოს მათი პოსტების, ფოტოების და ისტორიების ნახვა, მეგობრების გარდა. მსგავსი ფუნქციონალი სოცქსელმა ავღანეთის კრიზისის დროსაც აამოქმედა.