მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სოციალური მომსახურეობის სააგენტოს თანამშრომლები 17 იანვრიდან გაფიცვას გეგმავენ

61e12e72429e6
ინგა მურუსიძე
14.01.22 12:05
1763
სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები 17 იანვრიდან გაფიცვას გეგმავენ. თანამშრომლების ნაწილი დღეს ჯანდაცვის სამინისტროსთან მივიდა და როგორც სააგენტოს, ისე მინისტრ ზურაბ აზარაშვილის სახელზე  გაფიცვის დაწყების შესახებ ოფიციალური განცხადება ჩააბარეს.

„ეს ადამიანები წლებია ითხოვენ ღირსეულ სამუშაო პირობებს და ღირსეულ ანაზღაურებას, თუმცა მოლაპარაკებების პროცესი წარუმატებლად დასრულდა. სააგენტო ამდენი ხნის მანძილზე არასერიოზულად უდგება ჩვენს პროტესტს, რამაც შესაბამის შედეგამდე მიგვიყვანა.

გუშინ გავაგზავნეთ შეტყობინება, როგორც სააგენტოში, ასევე შეტყობინება გავუგზავნეთ მინისტრს, რომ 17 იანვრიდან სოციალური მომსახურების სააგენტოს 390 თანამშრომელი გაიფიცება, რაც ნიშნავს იმას, რომ უმეტესობა ცენტრებისა, ფუნქციონირებას შეწყვეტს. ეს ადამიანები იფიცებიან მთელი ქვეყნის მასშტაბით. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას და გავიფიცებით იქამდე, ვიდრე ჩვენი მოთხოვნები არ შესრულდება", - განაცხადა აქციაზე, "ფორმულასთან" ინტერვიუში სოლიდარობის ქსელის იურისტმა დავით თომსარაშვილმა.

სოციალური მომსახურეობის სააგენტოს თანამშრომლები ხელფასების მომატებას და ადეკვატური სამუშაო პირობების შექმნას ითხოვენ.

თემაზე BM.ge ჯანდაცვის სამინისტროსაც დაუკავშირდება და მათ პოზიციასაც შემოგთავაზებთ.