გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი მარნეულში ფერმერებისგან პროდუქციის საბითუმო შესყიდვის პროცესთან და მასში კომპანია “ჯიბეს” ჩართულობასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.
დავითაშვილის განცხადებით, მთავრობის მხრიდან ამ კომპანიასთან მიმართებით არავითარი ექსკლუზიური გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული და ფერმერებისგან საქონლის შესყიდვის პროცესში სხვა არაერთი კომპანიაც არის ჩართული.
“მე არც ვიცი თითოეული ამ კომპანიის მფლობელობის სტრუქტურა და ეს არც მაინტერესებს. ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი ის, თუ როგორ ოპერირებენ ისინი ბაზარზე,”- ამბობს მინისტრი.
ლევან დავითაშვილის განცხადებით, თავად კომპანია “ჯიბე” მისი საქმიანობის სტრუქტურიდან გამომდინარე, ყველაზე ეფექტიანად გადაერთო ფერმერებისგან საქონლის შესყიდვის პროცესზე, ხოლო კითხვის ნიშნები რაც ამ კომპანიასთან მიმართებით გაჩნდა, არის უსაფუვლო, რადგან სახელმწიფოს არავითარი ექსკლუზივი მისთვის არ მიუნიჭებია.
“ჩვენი მხრიდან [კონკრეტული ქსელისთვის ექსკლუზივის მინიჭებაზე] რაიმე გადაწყვეტილება არ ყოფილა. ჩვენ არავინ არ შეგვირჩევია. ჩვენ რასაც ვცდილობთ არის ის, რომ შედგეს კომუნიკაცია ერთი მხრივ ფერმერებსა და ორგანიზებულ მყიდველებს შორის. შპს “ჯიბე” არის ერთ-ერთი მყიდველი იმ მრავალთაგანი, რომელიც დღეს ქვემო ქართლიდან პროდუქციის რეალიზებაში ეხმარება ფერმერებს. იცით რომ ქვემო ქართლში განსაკუთრებულად მკაცრი საკარანტინო პირობებია, იქიდან ფერმერები ვერ გამოვლენ, მაგრამ აქედან შეიძლება, რომ კონკრეტული სავაჭრო ქსელები ჩავიდნენ და მათ მოახდინონ პროდუქციის შეძენა და რეალიზება. იცით რომ ძირითადი ბრენდირებული სუპერმარკეტები შეზღუდული არიან ხილის და ბოსტნეულის სეგმენტში. მათ უფრო ძირიტადად აქვთ სხვადასხვა ტიპის მშრალი და დაფასოებული პროდუქტების, რძის და ხორც-პროდუქტების რეალიზების სისტემა აწყობილი. ამ შემთხვევაში, შპს “ჯიბე” არის კომპანია, რომელმაც მოახერხა შედარებით სწრაფად გადალაგება და იცით რომ ერთ-ერთი იშვიათი ქეშ ენდ ქერი ფორმატის მაღაზიაა, რომელიც საბითუმო ვაჭრობის პრინციპზე არის დამყარებული და არა საცალო ვაჭრობის პრინციპზე.
“ჯიბე” უბრალოდ დაემთხვა რომ ის არის საბითუმო ფორმატის სავაჭრო კომპანია და მან მოახდინა უფრო მეტი პროდუქტის შეძენა ვიდრე სხვა კომპანიებმა. თუმცა, შემიძლია ჩამოგითვალოთ ათობით სხვა კომპანია, რომელიც ახორციელებს ფერმერებისგან საბითუმო შესყიდვას და სამინისტროს დამატებით შეუძლია ამ სიის წარმოდგენა. რა თქმა უნდა არავითარი ექსკლუზივი ამ მიმართულებით არ არსებობს. მე მინდა, რომ მადლობა გადავუხადო თითოეულ ასეთ კომპანიას, რომელიც დღეს ახდენს მოსახლეობიდან პროდუქტების წამოღებას იმის გამო, რომ ამის შუალედური რგოლი არ არსებობს,”- ამბობს ლევან დავითაშვილი.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
რატომ შეიკრიბა 400 ექიმი ჩაქვში? - ღონისძიების ორგანიზატორი
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა