მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა

5e82ed3b76983
თელარა გელანტია
31.03.20 11:10
985
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კომუნიკაციის დეპარტამენტის განცხადებით, სამკვირიანი მკურნალობის კურსის გავლის შემდეგ, მინისტრის მოადგილე საჩხერის საავადმყოფოდან უკვე გამოწერეს, საავადმყოფო დატოვა ბატონი იურის ორმა შვილმაც, რომლებიც ასევე ინფიცირებულები იყვნენ კორონავირუსით.

სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრის მოადგილე, დადგენილი წესის თანახმად, ორკვირიან თვითიზოლაციაში იქნება. შემდეგ კი, ჩვეული რეჟიმით გაააგრძელებს მუშაობას.

„დღეს სამივე ჯანმრთელი ვართ და, დადგენილი წესის შესაბამისად, ვიმყოფებით ორკვირიან თვითიზოლაციაში. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო საჩხერის საავადმყოფოს მედპერსონალს. განსაკუთრებული მადლობა ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს პროფესიონალიზმისა და თავდაუზოგავი შრომისთვის, რომლებიც მთავრობასთან კოორდინაციით, ყველაფერს აკეთებენ, რომ მინიმუმამდე დაიყვანონ ქვეყანაში ახალი ვირუსით გამოწვეული რისკები. აქვე მინდა მივმართო ჩვენს მოქალაქეებს - დაემორჩილეთ ქვეყანაში დადგენილ რეგულაციებს, გაუფრთხილდით თავს, გაუფრთხილდით ერთმანეთს და ამით გავუფრთხილდებით ჩვენს ქვეყანას. ჯანმრთელობას გისურვებთ ყველას“, - აცხადებს იური ნოზაძე.