მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სომხეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა

5e5b56934e785
BM.GE
01.03.20 10:21
1645
სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი საკუთარ Facebook გვერდზე წერს.



მისი ინფორმაციით, დაინფიცირებული 29 წლის მამაკაცმა ირან-სომხეთის საზღვარი 28 თებერვალს გადაკვეთა. ფაშინიანის თქმით, მოხდება ყველა იმ პირის იზოლირება, რომელსაც ინფიცირებულთან შეხება ჰქონდა.

სომხეთი მსოფლიოს 64-ე ქვეყანაა, სადაც ახალი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ოფიციალური ინფორმაციით, ახალი ვირუსით სულ სამი პირი არის ინფიცირებული. აქედან ერთს სიმპტომები იტალიაში, ორს კი ირანში ვიზიტის შემდგომ გამოუვლინდა.