მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სომხურმა "თიმ ინვესტმა" ქართული ინტერნეტ პროვაიდერის “სქაიტელის” 30%-იანი წილი შეიძინა

64795de665072
შოთა ტყეშელაშვილი
02.06.23 10:26
1380
სომხურმა საინვესტიციო კომპანია “თიმ ინვესტმა” ქართულ სატელეკომუნიკაციო კომპანია “სქაიტელში” 30%-იანი წილი შეიძინა - შესაბამისი ცვლილება კომპანიის მესაკუთრეთა რიგებში უკვე აისახა.

“სქაიტელი” ქართულ ბაზარზე 2010 წლიდან საქმიანობს კომპანია საქართველოს რეგიონებში - იმერეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, აჭარაში, გურიაში, შიდა ქართლში, ქვემო ქართლში, სამცხე ჯავახეთსა და კახეთში ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტის 52,000-ზე მეტ აბონენტს ემსახურება. ამ მაჩვენებლით, ის ფიქსირებული ინტერნეტის ბაზარზე მაგთის და სილქნეთის შემდეგ მესამე პოზიციას იკავებს.

ამჟამად საჯაროდ გამოქვეყნებულია კომპანია “სქაიტელის” 2021 წლის ფინანსური ანგარიში, რომლის თანახმადაც კომპანიას წლის განმავლობაში 18 მილიონი ლარის შემოსავალი და 1.1 მილიონი ლარის ზარალი ჰქონდა.

კომპანიის აქტივები 41.8 მილიონ ლარს, ვალდებულებები კი 23.7 მილიონ ლარს შეადგენს.

ამჟამად კომპანიის პარტნიორების ჩამონათვალი ასე ნაწილდება:

სააქციო საზოგადოება თიმ ინვესტ (სომხეთი) - 30%;
ბესიკი მოსაშვილი - 30%;
ნინო თოთაძე - 20%;
ლევან ხუნდაძე - 15%;
ედუარდი ჯანოაშვილი - 5%.