მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ღირს დასვენება თბილისის შემოგარენში? - ფასები 50%-ით გაიზარდა

61d55a2d27fcf
ნინი ლონგურაშვილი
05.01.22 13:32
997
თბილისის შემოგარენში სახლის, ან აგარაკის ქირაობა მუდმივად აქტუალურია, როგორც ზაფხულში, ასევე სხვა სეზონებზე.

Bm.ge დაინტერესდა, თუ რა ფასად შეიძლება დასვენება ახალი წლის დღეებში. ჩვენთან საუბარში გასაქირავებელი სახლების მეპატრონეები ამბობენ, რომ წელს მოთხოვნა საკმაოდ მაღალია და შესბამისად, მოიმატა ფასმაც.

მაგალითად, ახალი წლის და შობის ღამეებში ფასები დედაქალაქის შემოგარენში სახლის დაქირავება ერთი ღამით 600-დან 3 000 ლარამდე ჯდება.

რაც შეეხება უბნებს, მაგალითად დიდ დიღომში ერთი დღით სახლის დაქირავება საშობაოდ $1 000 ღირს. განსხვავებული ფასი აქვს კოჯორს, აქ ფასი 8000-ან 3 000 ლარამდეა, ყველაზე მაღალი ფასი წყნეთში ფიქსირდება და ერთი ღამის ფასი 1 000 ლარიდან იწყება.

რაც შეეხება დუშეთს, მცხეთის მუნიციპალიტეტში დასვენებას დღიურად საშუალოდ 600-დან 1500 ლარამდე შეძლებთ.

Bm.ge აღნიშნულ ადგილებში ზაფხულის სეზონზე არსებული ფასებითაც დაინტერესდა. უძრავი ქონების გაქირავების პორტალების მიხედვით, 2021 წლის ზაფხულში თბილისის შემოგარენში ყველაზე მოთხოვნადი ლოკაციები იყო: წყნეთი, კოჯორი, წავკისი, ოქროყანა, ტაბახმელა, საგურამო, მცხეთა და დუშეთი. ადგილმდებარეობის მიხედვით განსხვავებულია ფასები.