საქართველოს ეკონომიკის ზომა I კვარტალში 16 მლრდ იყო - სექტორების რეიტინგი
შოთა ტყეშელაშვილი
19.06.23 18:45
• 1338
საქსტატმა 2023 წლის პირველი კვარტლის მშპ-ის დეტალური ანგარიში გამოაქვეყნა. მისი მიხედვით, საქართველოს ეკონომიკის ზომა პერიოდის განმავლობაში 16.4 მილიარდი ლარი იყო. წინა წელთან შედარებით კი მშპ-ის ზრდამ კი 6.8% შეადგინა.
სექტორებს შორის ზომით #1 ადგილზეა საბითუმო და საცალო ვაჭრობა, რომლის კონტრიბუციაც მთლიან შიდა პროდუქტში 2 მილიარდ ლარს შეადგენდა. ამასთან, ვაჭრობის სფერო წლიურად 14%-ით გაიზარდა. მეორე ადგილზეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები 1.7 მილიარდით. ამ სფეროში ეკონომიკური აქტივობა წინა წლის ანალოგიურია. რაც შეეხება ყველაზე მაღალ ზრდის ტემპს, ის IT, ინფორმაციისა და კომუნიკაციის სფეროშია, რომელიც წლიურად 44%-ით არის გაზრდილი.
ეკონომიკური ზრდა სექტორების მიხედვით:
● საბითუმო და საცალო ვაჭრობა - 2.06 მილიარდი ლარი, ზრდა წინა წელთან 14% ● უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები - 1.7 მილიარდი ლარი, ზრდა წინა წელთან 0% ● დამამუშავებელი მრეწველობა - 1.33 მილიარდი ლარი, კლება წინა წელთან -7% ● მშენებლობა - 930.2 მილიონი ლარი, ზრდა წინა წელთან 15% ● ლოგისტიკა - 846.2 მილიონი ლარი, ზრდა წინა წელთან 3% ● განათლება - 803.3 მილიონი ლარი, ზრდა წინა წელთან 13% ● საფინანსო და სადაზღვევო სექტორი - 791.6 მილიონი ლარი, ზრდა წინა წელთან 7% ● ინფორმაცია და კომუნიკაცია - 784.7 მილიონი ლარი, ზრდა წინა წელთან 44% ● სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა - 758.4 მილიონი ლარი, კლება წინა წელთან -2% ● ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები - 625.9 მილიონი ლარი, კლება წინა წელთან -13% ● ხელოვნება, გართობა და დასვენება (მათ შორის აზარტული თამაშები) - 602.3 მილიონი ლარი, ზრდა წინა წელთან 17% ● ენერგეტიკა - 515.3 მილიონი ლარი, ზრდა წინა წელთან 0% ● ტურიზმი - 436.8 მილიონი ლარი, ზრდა წინა წელთან 16% ● პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები - 323.7 მილიონი ლარი, ზრდა წინა წელთან 5% ● სამთომოპოვებითი მრეწველობა - 184.8 მილიონი ლარი, კლება წინა წელთან -11% ● ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები - 170.3 მილიონი ლარი, ზრდა წინა წელთან 33% ● წყალმომარაგება; კანალიზაცია, ნარჩენების მართვა - 134.6 მილიონი ლარი, ზრდა წინა წელთან 0% ● სხვა სახის მომსახურება - 133.6 მილიონი ლარი, ზრდა წინა წელთან 23% ● შინამეურნეობების, როგორც დამქირავებლის, საქმიანობები; არადიფერენცირებული საქონლის და მომსახურების წარმოება შინამეურნეობების მიერ საკუთარი მოხმარებისათვის - 21.4 მილიონი ლარი, ზრდა წინა წელთან 38%.