მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სპეციალური გამშვები პუნქტები თელავსა და ახალციხეშიც მოეწყობა

5e8307f06d24a
ვიქტორია მღებრიშვილი
31.03.20 13:19
795
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით 7 ქალაქს, სადაც საკონტროლო პუნქტები უნდა გათავსდეს, თელავი და ახალციხე დაემატება - ამის შესახებ სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე პრემიერის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

მისი განმარტებით, ამ პუნქტებში მოქალაქეების თერმოსკრინინგი მოხდება.

საქართველოს მასშტაბით 7 მუნიციპალიტეტის მასშტაბზე უკვე ამოქმედდა ფაქტობრივად კარანტინის რეჟიმი და მოწყობილია სპეციალური გამშვები პუნქტები, რომელიც მოაწყო შინაგან სამინისტროს ძალებმა და ასევე თავდაცვის სამინისტროს ძალებმა. აქვე გეტყვით, რომ ამ პუნქტებზე ხდება მკაცრი კონტროლი იმ შეზღუდვებისა, რომელიც დაწესებულია საგანგებო მდგომაროების ფარგლებში და, რა თქმა უნდა, ასევე მიმდინარეობს ჩვენი თანამოქალაქეების თერმოსკრინინგი.

ასევე, დღევანდელ საკოორდინაციო საბჭოზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ანალოგიური რეჟიმი ამოქმედდება კიდევ 2 მუნიციპალიტეტის ფარგლებში, ეს ორი მუნიციპალიტეტი გახლავთ თელავი და ახალციხე“, - განაცხადა ჩიქოვანმა.