მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტოტალური თავდაცვის 4 ძალისხმევა - ირაკლი ჩიქოვანი პარლამენტში თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის სტატუსით წარდგა

ირაკლი ჩიქოვანი

"ჩვენი ქვეყნის და საზოგადოების უსაფრთხოების მოწინააღმდეგეების შეკავების გზა მოიცავს ტოტალური თავდაცვის 4 ძალისხმევას" - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ჩიქოვანმა საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ჩიქოვანმა განმარტა, რას მოიცავს 4 ძალისხმევა და ხაზი გაუსვა, რომ ძალისხმევათა უზრუნველყოფისთვის თავდაცვის ბიუჯეტი 2024 წელსაც გაზრდილია.

"ჩვენი ქვეყნის და საზოგადოების უსაფრთხოების მოწინააღმდეგეების შეკავების გზა მოიცავს ტოტალური თავდაცვის 4 ძალისხმევას. კერძოდ, ერთიან სამთავრობო ძალისხმევას, სამხედრო ძალისხმევას, სამოქალაქო ძალისხმევას და საერთაშორისო ძალისხმევას. ქართული ჯარის გაძლიერება, ქვეყნის თავდაცვისა და მოწინააღმდეგეების შეკავების აუცილებელი პირობაა. თავდაცვისა და უსაფრთხოების ეფექტიანი უზრუნველყოფა შესაძლებელია მხოლოდ კოორდინირებული ყოვლისმომცველი მიდგომითა და ყველა ეროვნული აქტორის ჩართულობით. ერთიანი სამთავრობო და საზოგადოებრივი მიდგომის ფარგლებში.

ტოტალური თავდაცვის კონცეფციის მხარდასაჭერად განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა უწყებათშორისი თანამშრომლობის გაღრმავებას და კოორდინირებული მოქმედებების უზრუნველყოფას.

ამ ყველაფრისთვის, ცხადია საჭიროა შესაბამისი საბიუჯეტო თანხებით უზრუნველყოფა. 2024 წლის თავდაცვის ბიუჯეტი განსაზღვრულია 1.1. მლრდ ლარით, რაც 2023 წლის ბიუჯეტზე 110 მლნ ლარით მეტია", - განაცხადა თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა.

ირაკლი ჩიქოვანი ერთადერთია, რომელიც კობახიძის კაბინეტში ღარიბაშვილის მინისტრთა კაბინეტის წევრს ჩაანაცვლებს. ის, ჯუანშერ ბურჭულაძეს შეცვლის.

შეგახსენებთ, იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, თავდაცვისა და უშიშროების და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების ერთობლივი სხდომაზე ირაკლი კობახიძის მინისტრთა კაბინეტის მომავალი წევრები დღეს 10 საათიდან პარლამენტში სამთავრობო პროგრამას წარადგენენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები