მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სპორტსმენები პანდემიის გამო მილიონობით დოლარს კარგავენ

5ea83f65e025d
ბექა ბაციკაძე
29.04.20 09:40
1055

პანდემიის პირობებში შეჩერებული პროფესიული ღონისძიებების გამო, სპორტის ინდუსტრია უდიდეს დანაკარგებს განიცდის. კარანტინის გადატანის ერთ-ერთი საშუალება ხარჯების შემცირება და სპორტსმენების ხელფასების დაკლებაა. რაც უფრო მაღალია კონტრაქტების ღირებულება, მით უფრო ძვირი უჯდება მფლობელებს სპორტსმენების შენარჩუნება და უდიდესი და უმდიდრესი კლუბებიც კი ხელფასების შემცირების მიზნით მოლაპარაკებების რეჟიმში არიან. როგორ აისახა პანდემია მსოფლიოს ყველაზე შემოსავლიან სპორტსმენებზე?

ფეხბურთი

საფეხბურთო კლუბებმა იმისთვის, რომ ფინანსურ პრობლემებს გაუმკლავდნენ ხელფასების და ხარჯების მკვეთრი შემცირება დაიწყეს. მაგალითად, ბარსელონა, რომელის სახელფასო ფონდი წლიურად 600 მილიონ დოლარს შეადგენს, საერთო ხარჯები კი 858 მილიონი დოლარია, გადახდების 70% ით შემცირებაზე წავიდა. კატალონიურ გრანდში კი ლიონელ მესი თამაშობს, რომელიც „ფორბსის“ მიხედვით, ყველაზე მაღალშემოსავლიანი სპორტსმენია. მან 2018/19 წლებში 127 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. ბარსელონასთან არსებული კონტრაქტით, მესის ანაზღაურება წელიწადში, გარანტირებული ბონუსების ჩათვლით 80 მილონი დოლარია. ამ მოცემულობაში კი არგენტინელი ფეხბურთელი დაახლოებით 50 მილიონ დოლარს დაკარგავს წლის განმავლობაში.

კრისტიანო რონალდო და მისი თანაგუნდელები კი მარტიდან, ივნისის ჩათვლით ხელფასს არ აიღებენ, ეს მათი გადაწყვეტილებაა, რაც ჯამში იტალიურ ტურინის „იუვენტუსს“ 97 მილიონ დოლარს დაუზოგავს. წინა სეზონის შემოსავლებით თუ ვიმსჯელებთ, კონტრაქტის 30 % რონალდოსთვის დაახლოებით 20 მილიონი დოლარია, ჯამში კი პორტუგალიელმა 2018/19 წლებში 109 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

საფრანგეთის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში კი კლუბებმა, აპრილის დსაწყისიდან, ფეხბურთელებს დროებით უმუშევრის სტატუსი მიანიჭეს, რაც ავტომატურად ხელფასების 30% ით შემცირებას გულისხმობს. კლუბებმა ასევე, საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციისგან, ეკონომიკის და ფინანსთა სამინისტროსგან მიიღეს რეკომენდაცია, მოთამაშებიისთვის კონკრეტული სქემის მიხედვით ხელფასების კიდევ უფრო შემცირებაზე. მაგალითად, 20%- ით შემცირებაზე, 10 000 ევროდან 20 000 -მდე ყოველთვიური ანაზღაურების მქონე ფეხბურთელებისთვის და 50%-ით შემცირებაზე 100 000 ევროს შემოსავლის მქონე ფეხბურთელებისთვის.

განსაკუთრებით აქტუალური ხარჯების შემცირება „პსჟ“-ისთვის არის, რომლიც სახელფასო ფონდიც წლიურად 400 მილიონ დოლარზე ოდნავ ნაკლებია. აქედან კი პარიზელები, დაახლოებით ბრაზილიელ ფეხბურთელზე, ნეიმარზე 70 მილიონს ხარჯავენ. როგორც დროებით უმუშევარი, ნეიმარი ამჟამად 4 მილიონ დოლარს იღებს ყოველთვიურად, ახალი სქემის ამოქმედების შემთხვევაში კი მისი შემოსავალი 2 მილიონ დოლარამდე შემცირდება.

ავტოსპორტი

სხვა სპორტული ღონისძიებებისგან განსხვავებით, რომლებიც დაწყებული იყო და პანდემიამ შეაჩერა, საერთოდ ვერ აიღო სტარტი „ფორმულა1“-მა. ფინანსურ დანაკარგებს, მფლობელები, ეტაპების ორგანიზატორები და გუნდები განიცდიან. თითოეული გადადებული ეტაპის დანაკარგი გუნდებისთვის 1,5-2 მილიონ ევრომდეა, პილოტები კი ანაზღაურების ნაწილზე უარს ამბობენ, იმისთვის, რომ გუნდის სხვა წევრები ხელფასის გარეშე არ დარჩნენ. პირველები, რომლებმაც შემოსავლის ნაწილი დათმეს, „მაკლარენის პილოტები, კარლოს სეინსი და ლანდო ნორისი იყვნენ. მოგვიანებით, მატ ყველაზე მსხვილი კონტრაქტების მფლობელებიც შეურთდნენ: სებასტიან ფეტელი „ფერარიდან“ და წინა სეზონის ჩემპიონი ლუის ჰამილტონი „მერსედესიდან“. 2019 წელს ჰამილტონმა 45 მილიონი დოლარი, ფეტელმა კი 40 მილიონი დოლარი გამოიმუშავეს...

NBA

ხარჯების შემცირების პოლიტიკა აქვს ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციასაც. 15 მაისიდან სტანდარტული 10%-თან ერთად, რომელიც კალათბურთელების ხელფასიდან სპეციალურ ფონდში ირიცხება, მას 25%-იც დაემატება. ეს ვითარება კი იქამდე გაგრძელდება სანამ „NBA“ სეზონის გაგრძელების გადაწყვეტილებას მიიღებს. ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ კი საკალათბურთო ასოციაციას შეეძლება კალათბურთელების ხელფასიდან კიდევ 1% დააკავოს, ყოველი გაუქმებული მატჩის გამო, რას ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშეების, ლებრონ ჯეიმსის, სტეფ კარის და კევინ დურანტის შემთხვევაში 300 ათასიდან 380 ათას დოლარამდეა...