მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Spotify საქართველოში შემოდის

603408793de32
თამთა ჯიჯავაძე
22.02.21 23:38
1129
Spotify საქართველოში შემოდის. ამის შესახებ სპეციალურად მომზადებული ვიდეორგოლიდან ირკვევა, რომელიც კომპანიამ ცოტა ხნის წინ „ტვიტერზე“ გამოაქვეყნა.

საქართველოს გარდა, Spotify კიდევ 80-ზე მეტ ქვეყანაში შედის.

ცნობისთვის, Spotify შვედური აუდიოსტრიმინგ აპლიკაციაა, რომელიც 2008 წლიდან მოქმედებს და მომხმარებელებს აძლევს შესაძლებლობას, წვდომა ჰქონდეთ 70 მილიონზე მეტ სიმღერაზე, აუდიო მედიაკონტენტსა და ჩანაწერზე. ის ამ დრომდე წარმოდგენილი იყო ევროპის და ამერიკის კონტინენტის ქვეყნებში.

2020 წლის დეკემბრის მონაცემებით, პლატფორმას 345 მილიონი აქტიური მომხმარებელი ჰყავს ყოველთვიურად.