მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სრულად ვაქცინირებულია მოზრდილი მოსახლეობის 23.6% - NCDC

61446af065c34
ინგა მურუსიძე
17.09.21 14:30
706
17 სექტემბრის მონაცემებით, სულ ჩატარებულია 1 610 309 აცრა, სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 935 094 ადამიანი, ანუ მოზრდილი მოსახლეობის 32.7%; სრულად ვაქცინირებულია 675 215 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 23.6%-ს შეადგენს. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ამასთან, 16 სექტემბერს აიცრა 19 148 ადამიანი.

რაც შეეხება რეგიონების სტატისტიკას, რომელიც 15 მარტიდან 12 სექტემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, აჭარაში სრულად ვაქცინირებულია - 69 899 მოქალაქე, იმერეთში - 59 875; სამეგრელო-ზემო სვანეთში - 35 302; შიდა ქართლში - 28 419; კახეთში 24 909; ქვემო ქართლში - 18 435; გურიაში - 14 159; მცხეთა-მთიანეთში - 11 455; სამცხე-ჯავახეთში - 9 257 და რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთში - 4 903 მოქალაქე.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში ორჯერადად ვაქცინირებულია 328 607 ადამიანი.