მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Starship-მა ხალხი მარსზე უნდა წაიყვანოს

5d91ce1dc6136
მიხეილ ხაჩიძე
30.09.19 20:00
1035
ილონ მასკმა ახალი კოსმოსური ხომალდი წარადგინა, რომელმაც ადამიანები მთვარესა და მარსზე უნდა გადაიყვანოს.  Starship სხვა კოსმოსური ხომალდებისგან განსხვავებით, ფოლადისაგან არის დამზადებული, შესაბამისად, უფრო მარტივი დიზაინი აქვს, მის ასაშენებლად კი მცირე დრო დასჭირდათ. ის სიგრძეში 50 მეტრია და 150 ტონას იწონის. 

როგორც ილონ მასკმა ტეხასის შტატში, SpaceX-ის კომპლექსში პრეზენტაციისას განაცხადა, კოსმოსური ხომალდი Starship-ი ორბიტაზე 6 თვის განმავლობაში მოხვდება. პირველი საცდელი ფრენა კი 20 კილომეტრის სიმაღლეზე, მომდევნო 1-2 თვეში შედგება.

აღსანიშნავია ისიც, რომ ხომალდს არა მარტო მთვარესა და მარსზე, არამედ მზის სისტემაში, ყველა პლანეტაზე გადასვლა და უკან დაბრუნება შეეძლება. 

"Starship შეძლებს დიდი რაოდენობით ტვირთისა და ადამიანების გადაყვანას, რაც უმნიშვნელოვანესია მთვარესა და მარსზე ქალაქების ასაშენებლად", - დასძინა ილონ მასკმა.

კოსმოსური კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელ ილონ მასკს სურს, რომ მომავალში კაცობრიობა "მულტიპლანეტური სახეობის" გახდეს. სწორედ ამ მიზნით Tesla-ს მილიარდერმა შეფმა აღნიშნული ფირმა 2002 წელს დააარსა.
 
როგორც მილიარდერმა 2016 წელს განაცხადა, SpaceX ადამიანებს მარსზე 2024 წელს გააგზავნის.