მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სტოლტენბერგი ღარიბაშვილს საცხოვრებელ რეზიდენციაში შეხვდა - საქართველოს მთავრობა

6284ff59ce41a
მარიამ ვარადაშვილი
18.05.22 18:20
1382
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი NATO-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს მის საცხოვრებელ რეზიდენციაში შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებას, რაც ქვეყნის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს.

“შეხვედრაზე მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ საქართველოს პროგრესი და მისი მისწრაფება სათანადოდ იქნება ასახული ალიანსის შემდგომ გადაწყვეტილებებში როგორც ქვეყნის მისწრაფებების პოლიტიკური მხარდაჭერის, ასევე პრაქტიკული შესაძლებლობების გაძლიერების თვალსაზრისით.

საუბარი ასევე შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს და უკრაინის ომს, რაზეც პრემიერ-მინისტრმა ქართველი ხალხის სოლიდარობა კიდევ ერთხელ დააფიქსირა უკრაინელი ხალხის მიმართ”, - წერია ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ დღეს ღარიბაშვილი-სტოლტენბერგის შეხვედრა გაუქმდა, თუმცა შემდეგ ისევ ჩაინიშნა. შეხვედრის არც გაუქმებასა და არც ხელახლა ჩანიშვნაზე კომენტარი მთავრობის ადმინისტრაციას არ გაუკეთებია.