მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ დაიწყო რუსეთმა ომი უკრაინასთან 2022 წელს? - ღარიბაშვილის პასუხი

6475aff6a4d41
ვიქტორია მღებრიშვილი
30.05.23 12:15
1043
რატომ დაიწყო რუსეთმა 2022 წელს უკრაინასთან ომი? - ეს კითხვა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ბრატისლავაში მიმდინარე გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე, თემატური დისკუსიის მოდერატორმა დაუსვა, რაზეც მთავრობის მეთაურმა უპასუხა, რომ რუსეთის მთავრობის ციტირება არ სურს, თუმცა ერთ-ერთი მიზეზი NATO-ს გაფართოება იყო.

- რატომ დაიწყო რუსეთმა ომი უკრაინასთან 2022 წელს?

ამის მიზეზი მგონი ყველამ იცის, ერთ-ერთი მიზეზი NATO იყო, NATO-ს გაფართოება, ხომ ასეა?! და ბევრი სხვა მიზეზი.

- ფიქრობთ, რომ NATO-ს გაფართოება პროვოცირება იყო?

არ მინდა ამაზე სპეკულირება... არც რუსეთის მთავრობის ციტირება მინდა, მაგრამ ერთ-ერთი მიზეზი იყო უკრაინის ნება და განზრახვა გამხდარიყო NATO-ს წევრი და ამიტომ ჩვენ ვხედავთ შედეგებს.

-რა იქნებოდა ამ ომის იდეალური შედეგი?

ჩვენ ყველას პატივს ვცემთ, მხარს ვუჭერთ უკრაინის ერთიანობას, სუვერენიტეტს, მინდა მშვიდობა ძალიან მალე აღდგეს, მაგრამ მინდა ჩემს ქვეყანაზე ვისაუბრო. ჩვენ ჯერ საკუთარი ინტერესები გვაქვს და რუსული ჯარი დგას ჩვენს ტერიტორიაზე, ამიტომ ვირჩევდი იდეალურ სცენარზე საქართველოს კონტექსტში გვესაუბრა. როგორ გადაგვეჭრა ოკუპაციის საკითხი, რომელზეც არავინ საუბრობდა. ომის შემდეგ 2008 წელს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების არ დაწესებულა და ყველამ გააგრძელა ბიზნესი. ჩვენი მთავრობის საბოლოო მიზანია დეოკუპაციის მიღწევა მშვიდობიანი გზით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები