მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სტოლტენბერგი: საქართველოს მეტად უნდა დავუჭიროთ მხარი, არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ საქმითაც

6232317b242e1
თამთა ჯიჯავაძე
16.03.22 22:48
1959
საქართველოს მეტად უნდა დავუჭიროთ მხარი, არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ საქმითაც, - ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ალიანსის თავდაცვის მინისტრების საგანგებო შეხვედრის შემდეგ მედიასთან განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინაში მიმდინარე მოვლენები გამანადგურებელია არამხოლოდ აღნიშნული ქვეყნისთვის, არამედ სხვებისთვისაც. მათ შორის, ეს ზეწოლას იწვევს ისეთ ქვეყნებზე, როგორიც საქართველოა.

„ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ჩვენ სრულიად ახალი უსაფრთხოების რეალობის წინაშე ვდგავართ, რომელსაც, რა თქმა უნდა, გავლენა აქვს უკრაინელებზე, ეს მათთვის გამანადგურებელია. მაგრამ ეს ასევე მეტ ზეწოლას იწვევს იმ ქვეყნებზე ჩვენს სამეზობლოში, რომლებიც არ არიან NATO-ს და ევროკავშირის წევრები. საქართველო ერთ-ერთი მათგანია.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი დაესწრო შეხვედრას, ყველა ჩვენგანი გულდასმით უსმენდა მის მოსაზრებას, სადაც მან ისაუბრა გამოწვევებზე, რომლის წინაშეც საქართველო დგას, ეს არის ქვეყანა, რომელსაც უკვე ნანახი აქვს რუსეთის აგრესიის შედეგები 2008-ში და სხვა ქმედებები რუსეთის მიერ, საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის მიზნით.

ერთ-ერთი გაკვეთილი, რომელიც უნდა ვისწავლოთ იმისგან, რაც დღეს უკრაინაში ხდება, არის ის, რომ ჩვენ მხარი იმ ქვეყნებს უნდა დავუჭიროთ, რომლებიც ახლა არიან რისკის ქვეშ. უმჯობესია მათ მხარი უნდა დავუჭიროთ და დავეხმაროთ ახლა და არა სამხედრო ინტერვენციის შემდეგ. ვფიქრობ, ჩვენ ახლა ვხედავთ ღირებულებას იმ მხარდაჭერის, რომელიც უკრაინისადმი გვქონდა შეჭრამდე, თუმცა იმის მნიშვნელობასაც, თუ რა შეგვეძლო კიდევ გაგვეკეთებინა უკრაინისთვის.

საქართველოსთვის მესიჯია, რომ ჩვენ საქართველოს მეტად უნდა დავუჭიროთ მხარი. უნდა გავაგზავნოთ მესიჯი, რომ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მხარს ვუჭერთ. არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ საქმითაც და მაშასადამე, მე მოვუწოდებ NATO-ს მოკავშირეებს და სხვებს, უზრუნველყონ მხარდაჭერა საქართველოსთვის“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.