მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

StopCov ფონდში 5 მილიონი ლარია აკუმულირებული - ბიზნესომბუდსმენი

5e79d951c24ae
დავით ჯალაღონია
24.03.20 13:59
906
StopCov ფონდში ამ ეტაპზე 5 მილიონი ლარია აკუმულირებული. ამის შესახებ ბიზნესომბუდსმენმა მიხეილ დაუშვილმა მთავრობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"ბიზნესის, სახელმწიფოს და საზოგადოების გაერთიანება ძალიან მნიშვნელოვანია. ერთი სიახლე მინდა გითხრათ, რომ დღეისათვის ფონდში აკუმულირებულია დაახლოებით 5 მლნ ლარი, აქტივობა საკმაოდ მაღალია და ძალიან მოხარულები ვართ, რომ ჩვენი მოქალაქეები და პასუხისმგებლიანი ბიზნესი ასე კარგად თანამშრომლობს სახელმწიფოსთან, რომ ეფექტურად ვებრძოლოთ ამ გამოწვევას", - განაცხადა დაუშვილმა.