მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მარტში ახალი ვაქცინა გვექნება, რომელიც უშუალოდ „ომიკრონის“ შტამზე მუშაობს“ - ჯანდაცვის მინისტრი

620a47af249f6
ვიქტორია მღებრიშვილი
14.02.22 16:00
9088
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, „ფაიზერის“ მიერ შექმნილი ახალი ვაქცინა, რომელიც „ომიკრონის“ შტამის წინააღმდეგაა მიმართული, საქართველოში მარტში შემოვა. ამის შესახებ ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა. მინისტრი ამ განცხადებით გამოეხმაურა, პრემიერ-მინისტრის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას, რომ ვაქცინა „ომიკრონის“ შტამთან ფაქტობრივად არ მუშაობს.

"გვაქვს ისეთი ვაქცინები, რომლებიც ამ ახალ შტამის შემთხვევაში გადადების რისკს ნაკლებად აზღვევს. პრემიერმა თქვა, რომ ვირუსი ძალიან მსუბუქად გადაიტანა, რადგან ორჯერ ვაქცინირებული იყო.

იცით, რომ „ომიკრონთან“ დაკავშირებით „ფაიზერმა“ უკვე შექმნა ახალი ვაქცინა და მარტში ახალი ვაქცინა გვექნება, რომელიც კონკრეტულად „ომიკრონის“ შტამზე მუშაობს“, - განაცხადა აზარაშვილმა.