მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„სამუშაოები ღამითაც აქტიურად მიმდინარეობს“ - აზარაშვილი

ჯანდაცვის მინისტრი

ჯანდაცვის მინისტრ ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, შოვში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ღამითაც აქტიურად მიმდინარეობს, რათა ადამიანების ამოყვანის შანსი მაქსიმალურად იყოს გამოყენებული. 


„აქ მიმდინარეობს აქტიური სამუშაოები ღამითაც. მიუხედავად ამ რთული პირობებისა, ვცდილობთ, გარდაცვლილი ადამიანების, ცოცხალი ადამიანების ამოყვანის შანსი მაქსიმალურად გამოვიყენოთ. იცით, რომ მიმდინარეობს ცხედრების ამოცნობა. სამწუხაროდ, ზოგიერთი ცხედარი არის დასახიჩრებული. იქ სხვადასხვა ეტაპებია გასავლელი, ერთ-ერთი მაგალითად, დნმ-ს ანალიზია.

სამწუხაროდ, დაკარგულებს შორის არიან ბავშვებიც“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, უშუალოდ სტიქიის ეპიცენტრში ყოფნისას. 


როგორც ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, შესაბამის უწყებებს, რამდენიმე დღე დასჭირდებათ, რომ სტიქიასთან დაკავშირებით შესაბამისი დასკვნები დაიდოს. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები