მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„სტიქიის ზონაში მობილიზებულ ჯგუფებს ემატებიან ექიმები და სამედიცინო ეკიპაჟი“ - აზარაშვილი

სტიქია რაჭაში

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, სტიქიის ზონაში მობილიზებულ სამედიცინო ჯგუფებს კიდევ ემატებიან ექიმები და სამედიცინო ეკიპაჟი. ამის შესახებ სტიქიის ზონაში ვიზიტის შემდეგ ზურაბ აზარაშვილმა ჟურნალისტებთან ისაუბრა. 

ზურაბ აზარაშვილის თქმით, ვერტმფრენის საშუალებით, დიდი სამაშველო სამუშაოები ჩატარდა და სტიქიის ზონიდან, უსაფრთხო ადგილზე, 210 ადამიანია გამოყვანილი.

„ძალიან მძიმე ტრაგედია დატრიალდა რაჭაში, ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახის წევრებს, სრულიად საქართველოს. უშუალოდ სტიქიის ეპიცენტრსა და ონში, მობილიზებულები არიან სამედიცინო ეკიპაჟები, სხვადასხვა კვალიფიკაციისა და მიმართულების ექიმები. ისინი სამედიცინო მომსახურებას უწევენ როგორც სტიქიის ზონიდან გამოყვანილ ადამიანებს, ისე - დაკარგულთა ოჯახის წევრებს
არც ერთი მათგანის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. მხოლოდ რამდენიმეს ჰქონდა ისეთი მცირე დაზიანებები, რომ სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა არ დასჭირდათ.

სტიქიის ზონაში მობილიზებულ ჯგუფებს კიდევ ემატებიან ექიმები და სამედიცინო ეკიპაჟი. ისინი ადგილზე ყველანაირ სამედიცინო დახმარებას უწევენ დაკარგულთა ოჯახის წევრებს, ფსიქოლოგიური მდგომარეობისა და სხვა სამედიცინო დახმარების კუთხით“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები