მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სტუმარ-მასპინძლობის სექტორი გიორგი გახარიას მიმართავს - რას ითხოვს ბიზნესი

5fc6568f09df4
ვიქტორია მღებრიშვილი
01.12.20 18:42
1507
ხვალ, 11:30 საათზე 26 რესტორნის და კვების ობიექტის წარმომადგენელი მთავრობის კანცელარიასთან პრესკონფერენციას გამართავს და სექტორის იმ საჭიროებებს გააჟღერებს, რომელიც სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიას შეზღუდვების გამო შეექმნა. როგორც BM.GE-ის სტუმარ-მასპინძლობის სფეროს საინიციატივო ჯგუფიდან აცნობეს, წარმომადგენლები პირადად პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას 5 პუნქტიანი მოთხოვნით მიმართავენ.

„2020 წლის გაზაფხულზე, მკაცრი კარანტინის პირობებში, საქართველოს სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიამ უმძიმესი დარტყმა მიიღო, ხოლო 2020 წლის 26 ნოემბრის მთავრობის დადგენილების შესაბამისად, როდესაც კვების ობიექტებისა და რესტორნებისთვის მხოლოდ მიტანის სერვისით სარგებლობა გახდა ხელმისაწვდომი, ინდუსტრია, ფაქტობრივად, იძულებულია, სრულად შეაჩეროს საქმიანობა, ვინაიდან მიტანის სერვისით მიღებული შემოსავლით ვერ შეძლებს აუცილებელი ხარჯის გასტუმრებას“, - ნათქვამია სექტორის წარმომადგენლების ერთობლივ განცხადებაში.

განცხადებაში, ასევე, საუბარია ინდუსტრიისა და მასში მომუშავე ადამიანების მიმართ ბანკების დამოკიდებულებაზე, რომლის მიხედვით, სექტორის წარმომადგენლებისთვის ნებისმიერი სესხის აღება ხელმიუწვდომელი გახდა, რაც შემდგომი ეკონომიკური საქმიანობის გასაგრძელებლად დამატებით მნიშვნელოვან ბარიერს ქმნის.

საინიციატივო ჯგუფის შეთავაზება, საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრის ფარგლებში, რომელიც აუცილებელია, უმოკლეს ვადაში გაიმართოს, რამდენიმე პუნქტს აერთიანებს, რისი შესრულებაც აუცილებელია იმისთვის, რომ სფერომ არსებობა განაგრძოს.

„წინააღმდეგ შემთხვევაში, სპეციალისტების პროგნოზით, მუშაობას ვეღარ გააგრძელებს საქართველოში არსებული კვების ობიექტების 80%, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში არასახარბიელო მდგომარეობას შექმნის ქვეყანაში ტურიზმის განვითარების კუთხით. ასევე დაზარალდება სტუმარ-მასპინძლობასთან დაკავშირებული ყველა მომიჯნავე სფერო, რომელთა ჩამონათვალიც არცთუ მცირეა“, - აცხადებენ საინიციატივო ჯგუფში.

საინიციატივო ჯგუფი პრემიერს სექტორის გადარჩენის 5 პუნქტიან გეგმით მიმართავს, რომელიც მოიცავს:

1. სახელმწიფოს მიერ შემდგომი ორი თვის განმავლობაში ინდუსტრიაში დასაქმებულთა ხელფასის 50%-ით კომპენსაციას;
2. სახელმწიფო გახდეს გარანტი საქართველოში მომუშავე ფინანსურ ინსტიტუტებთან, როგორც სფეროში მომუშავე იურიდიული, ისე ფიზიკური პირებისთვის, სესხების გაცემის უზრუნველსაყოფად და ასევე კვების ობიექტებისთვის გრძელვადიანი დაბალპროცენტიანი, ხოლო ლოკდაუნის ორთვიან პერიოდში - 0%-იანი სესხების გამოსაყოფად, რაც მიემართება თანამშრომლების ხელფასების ასანაზღაურებლად; 
3. სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიისთვის, ერთი წლის განმავლობაში, შემსუბუქდეს დღგ-ს განაკვეთი;
4. დაწესდეს საშეღავათო პერიოდი სტუმარ-მასპინძლობის სფეროში მომუშავე იურიდიული პირებისთვის ყველა სახის კომუნალურ გადასახადზე; 
5. ინდუსტრიას კვლავ მიეცეს საშუალება, ისარგებლოს საშემოსავლო გადასახადის სუბსიდირების პროგრამით, ერთი წლის განმავლობაში.

„ამ პუნქტების გაუთვალისწინებლობა სფეროს გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს და საქმიანობის გაგრძელება შეუძლებელი გახდება“, - აცხდებენ საინიციტივო ჯგუფში. კაფე-რესტორნების წარმომადგენლები საქართველოს ხელისუფლებას წერილით მიმართავენ და ქმედითი ღონისძიებების გატარებისკენ მოუწოდებენ.

კაფე-რესტორნების საინიციატივო ჯგუფში რესტორნები - შავი ლომი; კულინარიუმ ხაშერია; ქეთო და კოტე; ბარბარესთან; ჩვენი; დაინინგ რუმი; ქეთის ბისტრო; ჯივინო; თამთაკი; ზალა; კახელები; კოფელაბი; წისქვილი; კალა; პაცცა; ონორე; შუშაბანდი; მოჩი, ვერიკო; ეკლერ დე ჟენი; HB; ვერიკო; სულიკო; ლისი ლეიქი; კაფეები ლიტერა და ლეილა შედიან.