მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სუბარი - თურნავას: უფრო აგრესიული პრივატიზების პროგრამა ხომ არ დავიწყოთ?

5fe07a44e3e72
ინგა მურუსიძე
21.12.20 14:44
1664
„ბიუჯეტის დეფიციტის პირობებში, უფრო აგრესიული პრივატიზების პროგრამა ხომ არ დავიწყოთ, ეს მეტ სამუშაო ადგილსაც შექმნის და ბიუჯეტშიც თანხები გაჩნდებოდა, რაც ეკონომიკის გაჯანსაღებას შეუწყობს ხელს", - ასეთი კითხვით მიმართა პარლამენტიას წევრმა სოზარ სუბარმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატს დღეს, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც ახალი მინისტრთა კებინეტის შემდეგენლობას უსმენდნენ.

სოზარ სუბარი დაინტერესდა პანდემიით გამოწვეული პრობლემების პირობებში რამდენად მოხერხდება დაწყებული ინფრასტრუქტურული პროექტების დადგენილ ვადებში დასრულება, ასევე, როგორ მოხერხდება ახალი პროექტების (თბილისი-წითელი ხიდი, თბილისი - სადახლო და თბილისი -საგარეჯო) დაწყება.

მისი თქმით, „ქვეყნის განვითარებისთვის ხერხემალია მსხვილი პროექტები, მაგრამ როცა კონკრეტულ სოფელში, კონკრეტულ მუნიციპალიტეტში მივდივართ, მათთვის მნიშვნელოვანია სოფლის გზა, სოფლის პრობლემები, წყალი და ასე შემდეგ.

"ახლა ბიუჯეტის განხილვასაც მალე დავიწყებთ და ერთი მტკივნეული პრობლემა ეს არის რეგიონული განვითარების ფონდის მკვეთრი შემცირება, რომელიც ძალიან ბევრ პრობლემას აგვარებს ყოველწლიურად ყველა მუნიციპალიტეტსა და სოფელში. რა შანსები გვაქვს, მობილიზება მოვახდინოთ, რომ ეს კლება მინიმუმადე დავიყვანოთ, თუ სრულად ვერ აღმოვფხვრით?“, - მიმართა დეპუტატმა რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატ მაია ცქიტიშვილს.

სოზარ სუბარმა მინისტრთა კაბინეტის მომავალ წევრებთან კიდევ ერთ საკითხზე გაამახვილა ყურადღება, ესაა მყარი ნარჩენების მართვა.

„ეს არის ჩვენი საუკუნის თავის ტკივილი და პრობლემა, მყარი ნარჩენების მართვა. ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების მიერ დატოვებული ლილოს ნაგავსაყრელი დღემდე აწუხებს ადგილობრივ მოსახლეობას, სუნის გარდა იწამლება მიწისქვეშა წყლები.
ბევრი გაკეთდა, რაღაც დონეზე მოწესრიგდა და ამ კონკრეტულ ნაგავსაყრელზე ნაკლებად მაქვს კითხვები, რადგან ვიცი, ქალაქის მერიას აქვს რაღაც პროექტები მის მოგვარებასთან დაკავშირებით, მაგრამ, ზოგადად, რა ეტაპებზე ვართ, კიდევ რა ეტაპები უნდა გავიაროთ, როდის შევძლებთ ჩავთვალოთ, რომ დიდი ქალაქების პრობლემა მაინც არის მოგვარებული? ვლაპარაკობ გადამამუშავებელი საწარმოების შექმნაზე ამ მიმართულებით“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა.

დეპუტატი ასევე დაინტერესდა რეგიონების განვითარებისათვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხით, როგორიცაა სწრაფი ინტერნეტი - „რეგიონების განვითარება დღეს, როგორც გზის გარეშეა შეუძლებელი, ისე სწრაფი ინტერნეტის გარეშე. თუ არსებობს განსაზღვრული დედლაინები როდის შეიძლება დავფაროთ მთელი საქართველო?“, - მიმართა მან მინისტრობის კანდიდატ მაია ცქიტიშვილს.