მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

King’s College London: სამეცნიერო კვლევა თამბაქოს ელექტრონული მოწყობილობების შესახებ

606438d637ca7
BM.GE
31.03.21 12:51
1190
თამბაქოს მოხმარება ჯანდაცვის სისტემის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას წარმოადგენს. დღეს მსოფლიოში 1.3 მილიარდი მწეველია, ყოველწლიურად კი მოწევასთან დაკავშირებული დაავადებების შედეგად 8 მილიონი ადამიანი იღუპება. თამბაქოს ზიანის შესამცირებლად არსებობს განსხვავებული მიდგომები, რომლებიც თამბაქოს ზრდასრულ მომხმარებელს ეხმარება, თავი დაანებოს მოწევას და გადავიდეს ნაკლები რისკის მქონე ნიკოტინის შემცველი პროდუქტის მოხმარებაზე.

ტრადიციული თამბაქოს ერთ-ერთ ალტერნატივას ელექტრონული სიგარეტი წარმოადგენს, რომელიც ბაზარზე ათი წლის წინ გამოჩნდა. თუმცა, მოწევისთვის თავის დანებების პროცესში მოწყობილობის შესაძლო უპირატესობის შესახებ სამეცნიერო მტკიცებულებები არ არსებობდა.

2021 წელს ჟურნალ Addiction-ში ლონდონის სამეფო კოლეჯის “დამოკიდებულების ეროვნული ცენტრის” მიერ ჩატარებული კვლევა გამოქვეყნდა, რომლის მიზანს სწორედ ელექტრონული სიგარეტების გავლენის შესახებ ინფორმაციის მოპოვება წარმოადგენდა.

სამეცნიერო კვლევაში 1 155 ადამიანი მონაწილეობდა, მათ შორის იყვნენ მწეველები, ადამიანები, რომლებმაც მოწევას თავი ერთი წლის წინ დაანებეს და ელექტრონული სიგარეტის მომხმარებლები. რესპოდენტების გამოკითხვა 2012-2017 წლების განმავლობაში 4-ჯერ, 12 და 17 თვიანი შუალედებით ხდებოდა.

ჩატარებული გამოკითხვის შედეგად დადგინდა, რომ თამბაქოს ელექტრონული მოწყობილობის ყოველდღიური მოხმარება ზრდასრულ მწეველთა შორის მოწევისთვის თავის დანებების ეფექტური საშუალებაა.

“მიღებულმა შედეგებმა აჩვენა, რომ ელექტრონული სიგარეტის ყოველდღიური მოხმარება ხელს უწყობს მოწევისთვის თავის დანებებას. უფრო მეტიც, წინა სამეცნიერო კვლევის შედეგების მიხედვით, თამბაქოს ალტერნატიული მოწყობილობა რიგ შემთხვევებში უფრო ეფექტურია, ვიდრე ნიკოტინის ჩამნაცვლებელი თერაპია ან მედიკამენტების გამოყენება”, - ამბობს დოქტორ მარინ მაკდემოტი, ლონდონის სამეფო კოლეჯის მკვლევარი.

კვლევის თანახმად, თამბაქოს იმ მომხმარებელთა შორის, რომლებიც ყოველდღიურად იყენებდნენ ღია რეზერვუარის მქონე ელექტრონულ სიგარეტებს, მოწევისთვის თავის დანებების 5-ჯერ უფრო მაღალი მაჩვენებელი შეინიშნებოდა ვიდრე იმ ადამიანთა შორის, რომლებიც არ იყენებდნენ მოწევისთვის თავის დანებების დამხმარე საშუალებებს.

“მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია მუდმივად ეჭვქვეშ აყენებს ელ. სიგარეტებსა და მათ უსაფრთხოებას, სამეცნიერო მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ეს მოწყობილობები მოწევისთვის თავის დანებების ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს”, - განაცხადა ლეონი ბროსმა, ლონდონის სამეფო კოლეჯის რეცენზენტმა.

მიღებული შედეგების თანახმად, ელექტრონული სიგარეტის მოხმარების შედეგად, კვლევაში მონაწილეებმა წარმატებით შეძლეს ერთი თვის განმავლობაში მოწევისთვის თავის დანებება. მკვლევარების განცხადებით, ელექტრონული სიგარატების ყოველდღიური მოხმარება უფრო მეტად ეფექტურია, ვიდრე სხვა საშუალებები, მათ შორის ნიკოტინის ჩამნაცვლებელი თერაპია, მედიკამენტების გამოყენება ან სხვა, ნიკოტინის შემცველი პროდუქტების მოხმარება.