საქართვლოს სავაჭრო სექტორი მთავრობის მიერ ახალი ლოქდაუნის გამოცხაებით დაწესებულ შეზღუდვბზე გადადის. მთავრობის დადგენილებით, რიგი დასახელების საქონლით ვაჭრობა მხოლოდ და მხოლოდ დისტანციურ რეჟიმში შეიძლება განხორციელდეს. დადგენილების თანახმად, მაღაზიებს აეკრძალათ გაყიდონ ის პროდუქცია, რაც არც სურსათის და არც პირადი ჰიგიენის კატეგორიას არ მიეკუთვნება. ეს აკრძალვა მთავრობის მიერ 26 ნოემბერს დამტკიცებული დადგენილებით არის განსაზღვრული და ის ქვეყნის 10 მუნიციპალიტეტში მოქმედებს.
იურისტების შეფასებით, მთავრობის დადგენილება საკმაოდ ბუნდოვანია და ის ფართო ინტერპრეტაციის შესაძლებლობას იძლევა. ასევე, მკაფიოდ არ არის განსაზღვრული, თუ რისი რეალიზაცია ეკრძალებათ და რა საქონლის რეალიზაცია არ ეკრძალებათ მაღაზიებს.
თავისმხრივ, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ იმ სავაჭრო ობიექტებს, რომელთაც დადგენილების საფუძველზე არ შეეზღუდათ საქმიანობა, არ ეკრძალებათ გაყიდონ ის პროდუქტები, რომლებიც მათ დახლებზე არის განთავსებული, იმისდა მიუხედავად არის თუ არა აღნიშნული პროდუქცია სასურსათო თუ არასასურსათო.
თუმცა, თავად მთავრობის დადგენილების მიხედვით, შემდეგი აკრძალვბი არის დაწესებული:
"ქ. თბილისში, ქ. ბათუმში, ქ. ქუთაისში, ქ. რუსთავში, ქ. გორში, ქ. ზუგდიდში, ქ. ფოთში, ქ. თელავში, ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გუდაურში, ხულოს მუნიციპალიტეტში კურორტ გოდერძიზე და მესტიის მუნიციპალიტეტის დაბა მესტიაში ნებისმიერი საქონლის/პროდუქტის როგორც საცალო, ისე საბითუმო რეალიზება ხორციელდება დისტანციურად, მომხმარებლის სარეალიზაციო სივრცეში დაშვების/წვდომის გარეშე. ეს შეზღუდვა არ ეხება:
ა) სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის, ვეტერინარული პრეპარატების, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების, სათესლე და სარგავი მასალების რეალიზაციას;
ბ) ელექტროკომუნიკაციის, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყლის, ბენზინის, დიზელის, თხევადი აირის მიწოდებას;
გ) სამედიცინო დანიშნულების საქონლის, ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციას;
დ) პრესის ჯიხურებს.“
სუპერმარკეტების ადმინისტრაციები დღეს დილიდან ცდილობენ გაარკვიონ, რა საქონლის რეალიზაციის უფლება შეუზღუდა მათ საქართველოს მთავრობამ. დადგენილებით განსაზღვრული გამონაკლისების სიაში, ჯერჯერობით, არც თამბაქოს ნაწარმი არ წერია, რის გამოც, ზოგიერთმა სუპერმარკეტმა დროებით თამბაქოს ნაწარმის რეალიზებაც შეაჩერა.
დღეს დილით გავრცელდა მაღაზიათა ქსელ “სუფთა სახლში” გადაღებული ფოტო, რომელიც მომხმარებლებს საახალწლო სათამაშოების რეალიზაციის დროებით შეჩერების შესახებ ატყობინებს, თუმცა მხოლოდ საახალწლო საქონელი არ არის იმ კატეგორიის პროდუქცია, რომელიც არც სურსათს და არც პირადი ჰიგიენის საგნებს არ მიეკუთვნება. ასეთია ჭურჭელი, საოფისე ინვენტარი (ქაღალდები; საწერი კალმები; რვეულები), წიგნები, ელემენტები და სხვა მრავალი დასახელების პროდუქტები.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ