მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აფხაზური ღვინო ბელარუსში გაიყიდება - მოლაპარაკებები სოხუმსა და მინსკს შორის

63ff31c850ffb
გიგა ბენია
01.03.23 15:25
882

ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობა და ბელარუსის პრეზიდენტი შეთანხმდნენ, რომ აფხაზეთი ბელარუსს აფხაზურ ღვინოს მიაწვდის. აღნიშნულ ინფორმაციას აფხაზური მედია ავრცელებს.

აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის, ინალ არძინბას განცხადებით, ფორმდება კონტრაქტები, რის შემდეგაც, "ორ მხარეს შორის სავაჭრო ურთიერთობები გაღრმავდება". 

"ჩვენი ბიზნეს სუბიექტები  შესაბამის ხელშეკრულებებს და კონტრაქტებს ბელარუსის რესპუბლიკისთვის აფხაზური ღვინის მიწოდების თაობაზე უკვე აფორმებენ. ამასთან, განიხილება სხვა სასაქონლო პროდუქცია, რომელიც აფხაზეთში იწარმოება, მეორე მხრივ კი, ბელარუსული საქონელი, მათ შორის, რძის პროდუქტები, რომლებიც აფხაზეთის რესპუბლიკას მოეწოდება", - განაცხადა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, ინალ არძინბამ. 

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სოხუმი და მინსკი ტურიზმის სფეროში ერთობლივი საინვესტიციო პროექტების განხორციელებასაც გეგმავენ. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები