მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროპარლამენტი: COVID-პასპორტებს ვადა მხოლოდ 12 თვე ექნება

608aa2ea65ad5
ნათია თაქთაქიშვილი
29.04.21 21:30
922
ევროპარლამენტში აცხადებენ, რომ ე.წ COVID-პასპორტებს ვადა მხოლოდ 12 თვე ექნება. ამის შესახებ ინფორმაცია ევროპარლამენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ვრცელდება.

დოკუმენტი, რომლის მიღებაც როგორც ციფრულ, ასევე ქაღალდის ფორმატშია შესაძლებელი, დაადასტურებს, რომ ადამიანი კორონავირუსის წინააღმდეგ აცრილია, ან მას აქვს ტესტის უარყოფითი შედეგი ან ვირუსისგან გამოჯანმრთელდა.

ამასთან, ევროპარლამენტარების განცხადებით, COVID-სერთიფიკატი არ იქნება სამოგზაურო დოკუმენტი და თავისუფალი გადაადგილების უფლების გამოყენების წინაპირობას არ წარმოადგენს. COVID-სერტიფიკატის მფლობელები არ უნდა დაექვემდებარონ დამატებით შეზღუდვებს, როგორიცაა კარანტინი, თვითიზოლაცია ან ტესტირება.

ევროპარლამენტარები ასევე ხაზს უსვამენ იმას, რომ არავაქცინირებული პირების დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად, ევროკავშირის ქვეყნებმა უნივერსალური, ხელმისაწვდომი, დროული და უფასო ტესტირება უნდა უზრუნველყონ.

გარდა ამისა, ევროპარლამენტში მიიჩნევენ, რომ ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა უნდა მიიღონ სხვა წევრ ქვეყნებში გაცემული ვაქცინაციის სერტიფიკატები იმ ადამიანებისგან, რომლებიც ევროპის წამლის სააგენტოს მიერ დამტკიცებული ვაქცინებით არიან აცრილნი.