მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შარლ მიშელი ევროპარლამენტის არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს

შარლ მიშელი

POLITICO-ს ინფორმაციით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ივნისში ევროპის საპარლამენტო არჩევნების კანდიდატად იყრის კენჭს.

მიშელის არჩევამდე კი, ევროკავშირის ლიდერები სწრაფად უნდა შეთანხმდნენ ვინ დაიკავებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პოსტს. გამოცემის ცნობით, თუ წევრი ქვეყნების ლიდერები დროულად არ მოახერხებენ შეთანხმებას, საბჭოს შეხვედრებს უნგრეთის პერმიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი უხელმძღვანელებს. მიზეზი კი ის არის, რომ ივლისიდან ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა სწორედ უნგრეთი ხდება. რაც, ორბანის 26 ლიდერის პოზიციებისგან მუდმივი განსხვავების გამო, წევრი ქვეყნებისთვის არასასურველი სცენარია.

მედიის ცნობით, ეს იქნება პირველი შემთხვევაა, როდესაც ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი ევროპარლამენტის არჩევნებში კანდიდატი იქნება.

ევროკავშირის 27-ვე ქვეყანაში 6-9 ივნისს საპარლამენტო არჩევნები ჩატარედება. ამის შემდეგ, ევროპელი ლიდერების შეხვედრა 17 ივნისს და 27-28 ივნისსაა დაგეგმილი. სწორედ ამ შეხვედრებზე შეეცდებიან ლიდერები მიშელის შემცვლელის შესახებ შეთანხმებას მიაღწიონ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები